მიხეილ ხიდურელი: წელს გრანტების პროგრამა იქნება განსხვავებული

მიხეილ ხიდურელი: წელს გრანტების პროგრამა იქნება განსხვავებული

access_time2019-01-06 10:00:39

10%-ით მეტი დაფინანსებული საწარმო; 55%-ით მეტი დაფინანსებული სასტუმრო; 975 ახალი მიკრო და მცირე მეწარმე-ბენეფიციარი; 30 მილიონ აშშ დოლარამდე ექსპორტის წახალისება; 56 მილიონი აშშ დოლარის მოზიდული ინვესტიცია - რადიო კომერსანტთან სააგენტოს აწარმოე საქართველოში დირექტორი მიხეილ ხიდურელი 2018 წელს განხორციელებული პროექტების შედეგებს აჯამებს.


2018 წელს აწარმოე საქართველო აქტიური იყო ყველა მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის განვითარებაზე, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაზე, ექსპორტის წახალისებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე,  ფილმის ინდუსტრია,რომელიც ასევე აღქმულია,როგორც ინვესტიციები და ბიზნესის განვითარება. სამივე მიმართულების ფარგლებში ბევრი ვიზიტი, ღონისძიება და ინიციატივა დაიგეგმა. ბიზნესის მიმართულებით ჩვენ გვაქვს სუბსიდირების პროგრამები, მნიშვნელოვანია,რომ ინდუსტრიული კომპონენტის 10%იანი ზრდა გვაქვს 2017 წელთან შედარებით, რაც  იმას ნიშნავს რომ 2018 წელს 10%-ით მეტი საწარმო გაიხსნა. სასტუმროების მიმართულებით გვაქვს შთამბეჭდავი, 55%-იანი ზრდა, 31-მდე ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც ჯამურად ათასამდე ახალ ოთახს ნიშნავს.მოხდება რამდენიმე მათგანის ოპერირება საერთაშორისო ბრენდით, ჩვენ ამის სტიმულირებას ვაძლევთ, ფრანჩაიზის და მენეჯმენტის გადასახადს ვფარავთ. ასევე 975 ახალი მიკრო და მცირე მეწარმე-ბენეფიციარი გვყავს, ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მალე რეგიონში საინტერესესო ბიზნესებს ჩაუყრიან საფუძველს.


2019 წელსაც გვექნება გრანტების პროგრამა, ოღონდ ეს იქნება სახეცვლილი. ამ პროგრამებს სჭირდება მუდმივი გადახედვა, გაკვეთილებს სწავლა და შემდეგ ყველაფრის შეცვლა.  ახალი წლიდან იგეგმება საგრანტო კომპონენტის ზრდა. 2018 წელს  30 მილიონ აშშ დოლარამდე ექსპორტი წახალისდა. ჩემზე კარგად მოგეხსენებათ,როგორი წარმატებული ვიზიტები გვქონდა, განსაკუთრებით გამოვყოფდი შანხაის. ჩინეთში 2019 წელს ვგეგმავთ,რომ  გამოვყოთ სპეციალური დესკი, სადაც ჩვენი ექსპორტის გუნდის,რომელიმე წევრი უშუალოდ ჩინეთზე იმუშავებს. ასევე საინტერესოა ისიც,რომ ქალაქ ცინტაონში სრულიად უსასყიდლოდ ერთი გზა ერთი სარტყლის ორგანიზაცმიამ გადმოგვცა  500 კვ.კმ ბიზნეს ცენტრი, რომელიც განთავსებულია უმაღლესი დონის ცენტრში,პატარა სოფელივით არის, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ისხდებიან. ამ ცენტრში ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან და შეგვიძლია,რომ ქართული კომპანიების წარმომადგენლებიც წავიყვანოთ და გამოიყენონ ეს სივრცე.


წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტში სერტიფიცირებული მენეჯერების რაოდენობა. გვაქვს კურსები უკვე ბათუმშიც.  იგეგმება ექსპორტის კატეგორიზაციაც, უნდა ვიცოდეთ, რა კატეგორიის კომპანია გვყავს და უნდა გვქონდეს  დაყოფილი ეს კატეგორიები,რადგან ყველა მათგანს განსხვავებული მოთხოვნა და საჭიროებები აქვს.



2019 წელს ვაორმაგებთ ინვესტიციების გუნდში ადამიანების რაოდენობას. წელს  ჩვენი გუნდის მიერ მოხდა 56 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის  მოზიდვა.  ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს იმისა,რომ ვიყოთ მოწინავე. რეინვესტირებაც მნიშვნელოვანი საკითხია, ვაპირებთ გავაკეთოთ პლატფორმა,სადაც ერთ კვარტალში ერთხელ შევთავაზებთ ახალ შედეგებს. ამ მიმართულებით 100%-იანი ზრდაში დიდი წვლილი ითამაშა ესტონურმა მოდელმა, ასევე იმან რომ დიდი წვლილი ითამაშა ახალი საინტერესო სექტორებისა და ბიზნესების  არსებობა.


ფილმის კუთხით ვფიქრობ იდეალური დროა,რომ საქართველო დავსვათ კინოპროდიუსერების რუქაზე. შევხვდით ყველაზე წარმატებულ და მსხვილ სტუდიებს : Disney , Paramount Pictures, Universal Pictures ; Hbo-ს. ჩინური და ინდური ფილმების მიმართულება ორგანულად ვითარდება, ეს არის დიდი ინვესტიციები, აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთობა ინდურ და ევროპულ კინო პროდიუსერებთან. ამ მიმართულებით, ვფიქრობ,რომ საქართველო ნამდვილად გახდება ფილმის ქვეყანა და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან დიდი სტიმული, - ამბობს მიხეილ ხიდურელი.


 






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up