„ბანკებს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეებს, ამიტომ მთავრობამ ჯერ ბიზნესზე უნდა იზრუნოს“-მიხეილ თოქმაზიშვილი

„ბანკებს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეებს, ამიტომ მთავრობამ ჯერ ბიზნესზე უნდა იზრუნოს“-მიხეილ თოქმაზიშვილი

access_time2020-04-30 10:00:46

კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბანკებისთვის ლარის რესურსს ვაგრძელებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკებს გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაცემული იქნება, პირველ რიგში, ეკონომიკაში“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმა ეკონომიკური გეგმა წარადგინა.


ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პრემიერის მიერ წარმოდგენილ გეგმაში დეტალურად არ ჩანს ბანკების დასახმარებლად, მთავრობამ რა სახის რესურსი უნდა გამოიყენოს.


„დეტალურად არ არის აღწერილი საიდან მოდის ეს რესურსი და რას წარმოადგენს, აქ შეიძლება იყოს ორი წყარო, 600 მლნ ლარი შესაძლოა იყოს ეროვნული ბანკიდან წამოსული სესხები ბანკებისთვის, ან შესაძლოა ეს ის დეპოზიტებიდან იყოს, რომლებიც მთავრობას  ბანკებში ჰქონდა ადრე განთავსებული. გრძელვადიანი რესურსი ნიშნავს, რომ მთავრობა ბანკებს თანხას სესხად აწოდებს, თუმცა ეს ვარაუდია, რადგან დეტალები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ამ თანხებს კომერციული ბანკები შემდეგ სესხების გასაცემად გამოიყენებენ ან თავიანთ კაპიტალში გაუშვებენ, რომ მომავალში შესაძლო ზარალი დაფარონ. წინა თვეში ეროვნულმა ბანკმა 600 მლნ ლარის კაპიტალი გამოუთავისუფლა კომერციულ ბანკებს, შესაძლოა სწორედ ამაზე იყოს საუბარი ანუ რაც უკვე გაკეთდა, აქვე აღსანიშნავია, რომ სებ-მა როგორც კი დაინახა, რომ ბანკებს უჭირთ და იმდენი ფული არ შევა იმ სესხებიდან, რომელიც გაცემული აქვთ,  მსგავსი ღონისძიებები დაიწყო. საფინანსო სექტორს უკვე მარტიდან დაწყებული ლიკვიდების პრობლემა შეექმნა, ამიტომ თუ ეს დამატებითი რესურსია, როგორც ჩანს ბანკების დასახმარებლად მეტი ლარი გახდა საჭირო“, - განმარტავს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე.



ეკონომიკის დოქტორი მიხეილ თოქმაზიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ მართალია კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა აქვთ, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, სავალუტო ფონდის და ეროვნული ბანკის სახით, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეებს, ამიტომ მთავრობამ უფრო მეტად ბიზნესზე უნდა იზრუნოს და თანხებიც შესაბამისად უნდა გადანაწილდეს.


„არსებულ ვითარებაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ბანკები აღმოჩნდებიან, რადგან მათ  ლიკვიდობის პრობლემა ექნებათ, ეს კარგად იცის სავალუტო ფონდმა და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის თანხები გამოეყო. ბანკებს გაუჭირდებათ გაცემული კრედიტების უკან დაბრუნება, შესაბამისად, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა გაიზრდება. ასევე გაიზრდება რისკები იმ კრედიტებზე, რომლებსაც ამ კრიზისულ პერიოდში  მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რადგან ხალხს თანხები დასჭირდება. ეკონომიკა მიდის რეცესიისკენ და ასეთ დროს ძალიან რთული იქნება ბანკებმა ფული უკან დაიბრუნონ. თუმცა, აქ მეორე მომენტია, კომერციულ ბანკებს გაცილებით უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, მაგალითად სავალუტო ფონდის და ეროვნული ბანკის სახით, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეებს, ამიტომ მთავრობამ უფრო მეტად ბიზნესზე უნდა იზრუნოს და თანხებიც შესაბამისად უნდა გადანაწილდეს. რაც მთავარია, მთავრობა ეროვნული ბანკის სახელით ლაპარაკობს, არადა სებ-მა უნდა განაცხადოს, რომ შექმნიან სარეზერვო ფონდს და დაეხმარებიან კომერციულ ბანკებს, როგორც ჩანს სებ-სა და სახელმწიფო გადაწყვეტილებებს შორის ზღვარი არის წაშლილი“, - განაცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up