მიხეილ სარჯველაძე: მცდარი განცდა აქვთ, რომ საქართველოში ისევ 2003 წელია და შეუძლიათ იგივე სცენარები გაიმეორონ, არ გამოვა ეს ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: მცდარი განცდა აქვთ, რომ საქართველოში ისევ 2003 წელია და შეუძლიათ იგივე სცენარები გაიმეორონ, არ გამოვა ეს ამბავი

access_time2021-10-14 19:20:00

სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო, რომ იქნებ რაღაცნაირად გაემხნევებინა მოსალოდნელი წარუმატებლობის წინ საკუთარი ამომრჩეველი და გარდა ამისა, მერე კიდევ რაღაც პერიოდი შანსი აღარ ექნებოდა დესტაბილიზაციის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობას არ უთქვამს, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად სააკაშვილი უნდა იყოს.



„სამწუხაროდ, მცდარი განცდა აქვთ, რომ საქართველოში ისევ 2003 წელია და შეუძლიათ იგივე სცენარები გაიმეორონ, არ გამოვა ეს ამბავი. ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ განწყობა რომ ასეთი აქვთ, ეს ცალსახაა. დამაჯერებლობა უნდა შეეძინა, რომ ვითომ რაღაც მეტი შეუძლია აქ ჩამოსულ სააკაშვილს, ან შეუძლია მაგალითად, ისაუბროს სახელმწიფო დაწესებულებების ჩამოშლაზე. სხვათა შორის, ეს ამ პოლიტიკური პარტიის დიდი ხნის ჩანაფიქრია. ხომ არ დაგავიწყდათ მელიას სრულიად არარელევანტური მოქმედება, როდესაც სამაჯური მოიხსნა და სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას გამომწვევად გადმოუგდო. საზოგადოებას მოუწოდებენ ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც რეალურად არასაკმარისია ხელისუფლებაში მოსასვლელად და არასაკმარისი მხარდაჭერის პირობებში მაინც შეაძლებინებს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. ეს უკანონოა, ეს არის ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. არ უთქვამს საზოგადოების უმრავლესობას, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად სააკაშვილი უნდა იყოს. არ უთქვამს ასეთი რამ და ამის საპირისპიროდ ცდილობენ, რომ ეს ძალმომრეობით ჩაანაცვლონ, მაგრამ ეს განწირულია წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up