მიხეილ სარჯველაძე - არჩევნების გაყალბების მტკიცებულება როდესაც არ არსებობს, არც ასეთ კრიზისს აქვს არსებობის საფუძველი და არც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას

მიხეილ სარჯველაძე - არჩევნების გაყალბების მტკიცებულება როდესაც არ არსებობს, არც ასეთ კრიზისს აქვს არსებობის საფუძველი და არც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას

access_time2021-03-26 13:40:00

იმ ფონზე, როდესაც არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს, არც ასეთ კრიზისს აქვს არსებობის საფუძველი და არც ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში წარმატებისთვის ხელისშემშლელი მიზეზი ოპოზიციის მხარეს უნდა ვეძებოთ.


„კატეგორიულად არ ვეთანხმებით პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხს და არც უმიზეზოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არის გონივრული გადაწყვეტილება. ეს ნამდვილად არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის რეალურ ინტერესებს. კრიზისი, რომელზეც დღეს არის საუბარი, შექმნილია ერთადერთი მოტივით – დაუმორჩილებლობით და პარლამენტში შესვლაზე უარის გაცხადებით იმ მოტივით, თითქოს არჩევნები გაყალბდა. იმ ფონზე, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა, არც ასეთ კრიზისს აქვს არსებობის საფუძველი და არც ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.


ოპოზიციის მხრიდან პრაქტიკულად ულტიმატუმი იყო დაყენებული, რომ ეს ორი მოთხოვნა თუ არ დაკმაყოფილდება, სხვა არაფერზე ვსაუბრობთ. სწორედ ეს არის დესტრუქციული დამოკიდებულება მოლაპარაკების პროცესისადმი. მოლაპარაკებების შედეგიანად წარმართვისთვის ხელშემშლელი მიზეზი თუ არსებობს, ეს მიზეზი უნდა ვეძიოთ სწორედ ოპოზიციის მხარეს. კონსტრუქციულობა გულისხმობს პირველ რიგში, ერთმანეთის მოსმენას და სამართლიან პირობებზე შეთანხმებას“, – განაცხადა სარჯველაძემ.



სარჯველაძის თქმით, მოლაპარაკების პროცესში ყველა მხარემ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს და თავის თავზე აიღოს.


„მოლოდინი, როგორიც არ უნდა იყოს, აქ მნიშვნელოვანია ჩვენი მზადყოფნა, აქტიურად ვიყოთ ჩართული მოლაპარაკების პროცესში და განწყობილი ვიყოთ, შედეგიანად დასრულდეს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ის, რაც ჩვენი დაშავებულია, პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა, ავიღებთ, მაგრამ ის, რაც ჩვენი ბრალი არ არის და ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, ოპოზიციის დესტრუქციას ვგულისხმობ, ამაზე პასუხისმგებლობა უპირველესად უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ამის შემოქმედია“, – განაცხადა სარჯველაძემ.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up