მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს

access_time2022-11-25 18:50:28

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს.


როგორც სარჯველაძე ამბობს, არ ჰგონია, რომ დოკუმენტის სამართლებრივი შინაარსი ისეთი იყოს, რის გამოც ვენეციის კომისიის მოსაზრების მოსმენა აუცილებელი იყოს.



„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ არის ის ინიციატივა, რომელსაც ვენეციის კომისიაში გაგზავნა ესაჭიროება, რადგან არ მგონია, ამ დოკუმენტის სამართლებრივი შინაარსი ისეთი იყოს, რის გამოც აუცილებელია ვენეციის კომისიის მოსაზრების მოსმენა. ამ საკითხთან მიმართებით პოლიტიკური მდგენელი გაცილებით უფრო მაღალი ინტენსივობით არის, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტაცია, ვენეციის კომისიის კვლევის საგანი კი, სამართლებრივი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ვენეციის კომისიისთვის მიმართვის აუცილებლობა არ არის. პრაქტიკულად თვისობრივად ერთგვარი საკანონმდებლო აქტებია ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი და უკრაინული მოდელი, რომელიც ვენეციის კომისიაში არის გაგზავნილი. ვენეციის კომისიის დასკვნის გაცემამდეც, ევროკომისიის მიერ გაკეთდა მკაფიო შეფასება, რომ კანონი კარგია, უკრაინა დაწინაურებულია, შესაბამისად, მოწოდება იყო ამ კანონის აღსრულებაზე. ესეც ამცირებს საჭიროებას და მიზანშეწონილობას ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ქონაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


1tv.ge


თეგები:
სარჯველაძე



შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება

შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება
access_time2023-02-07 00:30:47
...

მიწისძვრის შედეგად სირიის რეგიონში 4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს

მიწისძვრის შედეგად  სირიის რეგიონში 4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს
access_time2023-02-06 23:55:12
ორშაბათს გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ცნობით, სირიის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში, რომელიც ორშაბათს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალდა,  4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას...

Dell-ი 6650-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს

 Dell-ი 6650-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს
access_time2023-02-06 23:00:27
Dell-ი  თანამშრომლების 5%-ის გათავისუფლებას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას cnnbusiness ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ხარჯების შემცირების მიზნით მიიღო. Dell დაახლოებით  133,000 ადამიანს ასაქმებს, როგორც კომპანიის  წარმომადგენელმა cnn-ს უთხრა ეს 5% იანი შემცირება იქნება რაც რაოდენობრივად 6500-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობს.   კომპიუტერულმა...

წინასწარი მონაცემებით თურქეთის მიწისძვრა $1 მილიარდზე მეტ ზარალს გამოიწვევს

წინასწარი მონაცემებით თურქეთის მიწისძვრა  $1 მილიარდზე მეტ ზარალს გამოიწვევს
access_time2023-02-06 21:00:48
თურქეთსა და სირიაში  ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ათასობით შენობა განადგურდა. წინასწარი მონაცემებით ზარალი  1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა reinsurancene  აქვეყნებს.   მონაცემების თანახმად, ზარალმა შესაძლოა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე შეადგინოს.   თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრებს 1939...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
access_time2023-02-06 19:55:44
თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით  იუწყება, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპა. თურქეთის ქ.ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის - ო.ც.-ს დაღუპვა საელჩოს თვითმხილველმა აცნობა.   „საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია საელჩოს...


მსგავსი სიახლეები

up