მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ვალერი გელაშვილისთვის სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრათ

მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ვალერი გელაშვილისთვის სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრათ

access_time2019-05-30 22:30:37

ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ადვოკატ კახა კოჟორიძის ინფორმაციით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ადვოკატების სარჩელი თითქმის სრულად დააკმაყოფილა და მორალური და მატერიალური ზიანისთვის შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას 215 000 ლარის გადახდა დააკისრა.


ადვოკატის ცნობით, ვალერი გელაშვილი ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 100 000 ლარს. მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ ეს მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა; მატერიალური ზიანის ნაწილში არ დაკმაყოფილდა გელაშვილის ცემის შემდეგ მისგან წაღებული იარაღის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა, თუმცა მატერიალური ზიანის ნაწილში სასამართლომ თანხა 115 000 ლარამდე განისაზღვრა, რომელშიც შედის შემთხვევის დროს გელაშვილისგან წაღებული ბეჭედი, რომელიც 85 000 ლარად შეფასდა, ასევე, ფულადი თანხა 10 000 დოლარი და ავტომანქანის დაზიანება.


„საზოგადოებას კარგად ახსოვს ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის ფაქტი. სისხლის სამართლის წესით დადგა განაჩენები და კონკრეტული პირები პასუხისგებაში იქნენ მიცემული. ჩვენ შევიტანეთ სამოქალაქო სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოების – შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ, ასევე ფიზიკური პირების – მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ერეკლე კოდუას წინააღმდეგ. სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათ დაეკისრათ სოლიდური თანხა ვალერი გელაშვილის სასარგებლოდ – 100 000 ლარის მორალური ზიანის, დაახლოებით 115 000 ლარის კი მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით. ვალერი გელაშვილისთვის თანხას არ ჰქონდა ისეთი მნიშვნელობა, როგორიც თავად ფაქტს, რადგან სამართლებრივი გზებით იმ პერიოდიდან მოყოლებული ცდილობდა, მიეღწია შესაბამისი შედეგისთვის. ეს საქმე არის პრეცედენტული, რადგან საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით, რაც ქართული სასამართლოსთვის პრაქტიკული კუთხით საკმაოდ იშვიათი მოვლენაა; მეორე მხრივ, საინტერესო და მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეა საუბარი. გარდა ამისა, ვალერი გელაშვილისთვის ამას ჰქონდა პირველ რიგში მნიშვნელობა და არა იმ თანხას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია“, – განაცხადა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ.



რაც შეეხება თანხის გადახდას, ადვოკატის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი გამოქვეყნების შემდეგ, თუმცა მოპასუხეებს აქვთ გასაჩივრების უფლება.


ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუასა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის გია სირაძის მიმართ.


1ტვ





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up