მიხეილ სააკაშვილი - წინასწარ გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება, უხერხულია - იმ პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო ვინც ამას ამბობს, თქვენ რომ გაეძარცვეთ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია?!

მიხეილ სააკაშვილი - წინასწარ გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება, უხერხულია - იმ პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო ვინც ამას ამბობს, თქვენ რომ გაეძარცვეთ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია?!

access_time2019-10-14 16:40:48

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის ვიდეო მიმართავში, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, აცხადებს, რომ დღეს მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ერთიანობის, სულგრძელობისა და მაქსიმალური პატიების მიუხედავად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის დოვლათი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა.

„ამნისტიაზე, პატიებაზე, შერიგებაზე... რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის სიველურე, რაც ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, როცა მოდის ერთი მთავრობა და იწყებს ნებისმიერი საბაბით წინა მთავრობის დევნას. ეს არის არაცივილიზებული, ეს ძალიან აზარალებს საქართველოს. ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ამ განწყობამ და კლიმატმა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და გვჭირდება მაქსიმალური სულგრძელობა და მაქსიმალური პატიება, მაგრამ არსებობს რაღაც სხვა რეალობები. ივანიშვილმა მიითვისა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ამგვარად საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შერჩეს არ არის სწორი, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის წაღება?! არა მურუსიძეების და თუნდაც ახალი მურუსიძეების მიერ. ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ, სადაც ჩვენ მოვიწვევთ რამდენიმე ინგლისელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ და სხვა დასავლელ მოსამართლეს და ისინი ძალიან ზედმიწევნით, იურიდიული პროცედურის შედეგად თუ დაუმტკიცდებათ ყველაფერი, მოახდენენ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების საკითხების გარკვევას“, - აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, წინასწარ იმის თქმა, რომ ყველას ყველაფერი შერჩება, მეტი დანაშაულის ჩადენისკენ ბიძგია.


„ამავე დროს შემსრულებლებს არავინ არ ერჩის, მაგრამ დღეს წინასწარ იმის გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება ნიშნავს, რომ ვეუბნებით, მოიპარეთ, რაც შეიძლება მეტი, გაძარცვეთ ხალხი რაც შეიძლება მეტი და შეგრჩებათ ხახვივით. თუ მთავრობა არ შეიცვლება, ხომ შეგრჩებათ და თუ შეიცვალა, მაინც შეგრჩებათ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. იმ პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო ვინც ამას ამბობს, თქვენ რომ გაეძარცვეთ, თქვენ ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია?! მაშინ ხალხის დოვლათმა და ქონებამ რა დააშავა?! მე ვფიქრობ, აქ არის საუბარი საერთაშორისო პროცედურებზე, არის საუბარი ყოველგვარი მიკერძოებულობის გამორიცხვაზე და რა თქმა უნდა, საქართველოში შეიცვლება მთავრობა, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ მიმართული ეროვნულ ერთიანობაზე, უნდა მოვიშუშოთ ეს იარა, რომელიც ივანიშვილმა მიაყენა საქართველოს ქვეყნის დაყოფით, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპზე და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებით და შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები - პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და იქაც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მიმტევებლები - აი ასეთია ჩემი პოზიცია“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

IPN 

თეგები:
სააკაშვილი



Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“

Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“
access_time2020-01-21 18:30:44
„მგზავრთა უსაფრთხოებაზე ტარიფის ზრდა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ამაზე ინფორმაცია წინასწარ გაჟღერდა. დამატებითი ხარჯია და აღფრთოვანებული არ ვართ ამ ფაქტით, მაგრამ  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მგზავრთა უსაფრთხოებაა.“ - ასე აფასებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულების...

„კომერსანტის“ 21 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 21  იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-21 21:30:47
„კომერსანტის“ 21 იანვრის TOP 10 თემა 1.ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში 2. თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად...

CNN: 22 მამაკაცი უფრო მდიდარია, ვიდრე 326 მლნ. აფრიკელი ქალი

CNN: 22 მამაკაცი  უფრო მდიდარია, ვიდრე 326 მლნ. აფრიკელი ქალი
access_time2020-01-21 20:30:47
გლობალური უთანასწორობა გავიდა კონტროლიდან ეკონომიკური სისტემების უსამართლობის გამო, რომელიც ზღუდავს ქალების უფლებებს  და აძლევს მილიარდერებს საზოგადოებისთვის უსარგებლო სიმდიდრის დაგროვების საშუალებას - ასეთია საერთაშორისო საქველმოქმედო  ორგანიზაცია Oxfam International-ის კვლევის დასკვნა.   ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს მიიღონ ზომები, რომლებიც შეამცირებს დატვირთვას ქალებზე, რომელიც დაკავებულები არიან ბავშვების და მოხუცების მოვლით. ხშირ...

BAG-ის წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა

BAG-ის  წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა
access_time2020-01-21 16:00:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 2005 წლიდან მსოფლიო საავტომობილო ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბაზარს უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების სრული სპექტრით, მათ შორის კომერციული ავტომობილებითა და მძიმე ტექნიკით, ასევე უახლესი აპარატურით აღჭურვილი...

ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს

 ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს
access_time2020-01-21 16:50:54
„აქედან გამოსულ მანდილოსანს ნუ გაეარშიყებით, ის შეიძლება ბებიათქვენი აღმოჩნდეს“ - ეს სიტყვები, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკური ცენტრის სლოგანს წამოადგენდა, პირველად გადაჭარბებულად მომეჩვენა. მაშინ ამ სფეროს ექიმებთან არ მიხდებოდა ურთიერთობა და თვითონ სფეროზეც ნაკლებად მომეხსენებოდა. გავიდა დრო, ჯერ სურვილი გაჩნდა ესთეტიკურ ცენტრში მისვლის, შემდეგ-საჭიროება......


მსგავსი სიახლეები

up