მიხეილ სააკაშვილი - ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას, მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები, მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ

მიხეილ სააკაშვილი - ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას, მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები, მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ

access_time2019-07-18 13:30:33

ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას, მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები, მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ, – ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.


„მინდა, მოგმართოთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და არა მარტო. ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მთელი ბიზნესი, ბიუჯეტი, მიწები და ტყეები. მეგობრებო, წყნარად დავხვდეთ და შევეგუოთ? გვინდა, რომ მტერს ჩავაბაროთ სამშობლო? მე არ ვაპირებ გაჩერებას, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. მოდი, გვერდით გადავდოთ შვებულებები, დასვენებები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, დავსხდეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე. მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ვიდგებით ერთად და მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.


1ტვ





„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს
access_time2020-01-22 16:30:30
4.5-5% - ეს ის საპროგნოზო მაჩვენებლებია, რომელსაც ეროვნული ბანკი და უცხოური ორგანიზაციები, საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ზრდისათვის პროგნოზირებენ. ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს. ეროვნული ბანკი ახალ საბაზო სცენარს აქვეყნებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის უახლეს გამოცემას ეფუძნება. ამ სცენარის მიხედვით, მომდევნო წლებში ეკონომიკური აქტივობა არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთანავე,...

ავლაბარში სამვარსკვლავიანი Holiday Inn Express-ის მშენებლობა „ელემენტ ქონსთრაქშენმა“ დაიწყო

ავლაბარში სამვარსკვლავიანი Holiday Inn Express-ის  მშენებლობა „ელემენტ ქონსთრაქშენმა“ დაიწყო
access_time2020-01-22 15:30:21
 Holiday Inn Express-ი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში 2022 წელს გაიხსნება. სამშენებლო ფართობი 7 903 კვ.მ-ს...

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“

მაია ზავრაშვილი: „გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა“
access_time2020-01-22 14:41:11
„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში...

„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

 „სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება
access_time2020-01-22 13:30:10
სილქნეტი აგრძელებს მიმზიდველი პირობებით ინტერნეტ პაკეტებისა და  მრავალფეროვანი აქციების შეთავაზებას მობილურ ქსელში.  თბილისსა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესება კომპანიამ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ინდუსტრიებთან -  „ერიქსონთან“ და „ჰუავეისთან“ თანამშრომლობით და...


მსგავსი სიახლეები

up