მიხეილ სააკაშვილი - საერთოდ არაფერი მინდა ჩემთვის, მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრდობას, თქვენ თავისუფალ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება, თუ აღარ გინდათ, რომ საქართველო იყოს თქვენი სამშობლო

მიხეილ სააკაშვილი - საერთოდ არაფერი მინდა ჩემთვის, მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრდობას, თქვენ თავისუფალ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება, თუ აღარ გინდათ, რომ საქართველო იყოს თქვენი სამშობლო

access_time2020-11-01 15:40:12

მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრდობას, საერთოდ არაფერი მინდა ჩემთვის, დავანებოთ თავი უფროს თაობებს. თქვენ თავისუფალ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება თუ აღარ გინდათ, რომ საქართველო იყოს თქვენი სამშობლო და საცხოვრებელი ადგილი? ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომლითაც არჩევნების წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ახალგაზრდებმა ხელისუფლებას პასუხი უნდა გასცენ.

 


„ჩემი აზრით, ახლა, ძირითადად ივანიშვილს აწყობს ნარატივი, რომ ქართველი ხალხი გაიყიდა, აიღეს 50-ლარიანები და როგორც ყოველთვის, გაყიდეს თავისი მომავალი, მაგრამ ეს ასე არ არის. ქართველმა ხალხმა გუშინ უარი უთხრა ივანიშვილს. ივანიშვილმა კი, ღამე მოიპარა გამარჯვება, გადაწერა ოქმები. მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრდობას, საერთოდ არაფერი მინდა ჩემთვის, დავანებოთ თავი უფროს თაობებს. თქვენ თავისუფალ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება თუ აღარ გინდათ, რომ საქართველო იყოს თქვენი სამშობლო და საცხოვრებელი ადგილი? ახლა თუ ამათ პასუხი არ გავეცით, თუ ახლა ივანიშვილს პასუხი არ გაეცა მთელი სიმკაცრით, საზოგადოებრივი რეაქციით, საქართველო, როგორც ქვეყანა, თქვენი სამშობლო და სადაც დემოკრატიის რაღაც ნიშანი მაინც არის, წყვეტს არსებობას და ბოლომდე ვხდებით რუსეთის რაღაც საზიზღარი, ბოლო კლასის პოლიტიკური დანამატი. გავრილოვის ღამეს თქვენ იბრძოლეთ და დაანახეთ მთელ მსოფლიოს საქართველოს ღირსება, არაერთხელ დაანახეთ საქართველოს ღირსება მთელს მსოფლიო. ახლა არის ეს მომენტი, პოლიტიკოსების გულისთვის არა, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გულისთვის ამოვიღოთ ყველამ ხმა. ეს ქურდობა, თავხედობა, დანაშაული, რომელიც ივანიშვილმა ჩაიდინა, არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. პასუხი უნდა იყოს სწრაფი, მყისიერი და მძლავრი. ზუსტად ვიცი, რაზეც ვსაუბრობ და მე ვიცი, რომ თქვენც იცით. საქართველო ახლა საფრთხეშია. გთხოვთ, ყველამ ამოვიღოთ ხმა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

წყარო: 1TV





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up