მიხეილ სააკაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დღეს არჩევნები წააგო, ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი მნიშვნელოვანი ერი ვართ

მიხეილ სააკაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დღეს არჩევნები წააგო, ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი მნიშვნელოვანი ერი ვართ

access_time2020-10-31 20:58:16

ათასგვარ საზიზღრობას თუ აპირებთ, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.


როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს არჩევნები წააგო და დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი ერია.


„წააგეს, დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი მნიშვნელოვანი ერი ვართ. თბილისი წააგეს, წაასხეს. ელენე ხოშტარიამ თითქმის 50% აიღო თბილისის ცენტრში ვაკეში. ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებლად მოიგეს, საუბარი 50%-ზე. წარსულში 50-53-55 პროცენტით პირველივე ტურში როდესმე ოპოზიციას რომ მოეგო, ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის სისტემა დანგრეულია. ეს ჩამოშლილია, არ იმუშავა არც ერთმა მათმა ბარიერმა. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ბევრად მეტი აღებული, ვიდრე 33%-ია, რადგან ხალხი ყოველთვის ეგზიტპოლს სიმართლეს არ ეუბნება. 2016 წელს, პირველი ტურის შედეგად სალომე ზურაბიშვილი უსწრებდა გრიგოლ ვაშაძეს 12 პროცენტით და მერე დაჯდა თანაბარი შედეგი. ამ სიტუაციაში დასრულებულია მათ ისტორია. მიეცით ქართველ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება, მშვიდობიანად გადაეცით და არაფერი პრობლემა არ იქნება. თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ. მზად ვარ, თუ ისინი წავლენ დარღვევებზე, ამ ბრძოლაში ფიზიკურადაც, ჩემი ყოფით, ბოლომდე ჩავერთო. არ ვურჩევ არავის არანაირ კონფრონტაციას. ჩვენ ვართ ერთი ერის შვილები. ჩავატაროთ პროცესის მშვიდობიანი გადაცემა. მზად ვართ, გარანტია მივცეთ, რომ არანაირი რეპრესიები არ იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე და არა წარსულ გარჩევებზე. მიხვდით, რომ არჩევნები წაგებული გაქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამთავრდა. მე არჩევნები წავაგე შვიდი-რვა წლის წინ, მაგრამ ცხოვრება არ დამთავრებულა. ცხოვრება ყოველთვის არსებობს არჩევნებში დამარცხების შემდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა საქართველოში მოიპოვეს აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის წყალგაუმტარი ფაქტი, დანარჩენი ყველაფერი არის ლირიკა.


„საქართველოში იცვლება ხელისუფლება, საქართველო გააგრძელებს წინსვლას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up