მიხეილ სააკაშვილი -საქართველოში მეხუთე კოლონამ  ძალაუფლება ღიად ჩაიგდო ხელში - ახლა ქმედებებია საჭირო

მიხეილ სააკაშვილი -საქართველოში მეხუთე კოლონამ ძალაუფლება ღიად ჩაიგდო ხელში - ახლა ქმედებებია საჭირო

access_time2019-09-16 14:28:43

ეს არის პრელუდია საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მასთან სახლში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს განუცხადა.


მიხეილ სააკაშვილმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და აღნიშნა, რომ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.


„შემდეგი თვეები არის გადამწყვეტი. ესენი არიან ჩამოსაშორებლები. ესენი უნდა ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან გუშინ, გუშინ წინ, სამი თვის წინ, ერთი წლის წინ, ხვალაც შეიძლება არ იყოს გვიან. მოსაშორებლები არიან ყველა მორალის ფარგლებში დასაშვები მეთოდით. მივმართავ ყველას, რეალურად აქ წყდება საკითხი, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც იძახის შემდეგი მე ვარო. მინდა ყველას გვესმოდეს, სად ვართ. გუშინ ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ, რომ სამშობლოს ვკარგავ. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი ქვეყანა, ზუსტად ვიცი, რომ იქნება წარმატებული, არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას. უნდა ვიყოთ მშვიდები, რუსებს საბაბი არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის და არც სუვერენიტეტის გაუქმების. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს აკეთებს 2019 წელს“, - განაცხადა ახალგაზრდებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა.


მან ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ხვდება, რომ არჩევნებს წააგებს და ახლა მხოლოდ დიქტატურის დამყარებაზე ფიქრობს. ის ასევე შეეხო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ ფაქტით დასავლეთი ძალიან უკმაყოფილო დარჩა.



„ივანიშვილის ინტერესი რა არის?! ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნები და ყველაფერი წაგებული აქვს, რაც არ უნდა ყირაზე დადგეს და ბარემ ბოლომდე გამოაცხადებს დიქტატურას. პრემიერად დანიშნა გახარია, რომელიც ღია აგენტია რუსეთის. ამერიკელებმა უთხრეს, არ დანიშნოთო, შემთხვევითი ხომ არ არის, ამერიკის ელჩი დანიშნეს მეორე დღეს, რაც გახარია წამოაყენეს. ძალიან მაღალ ტონში იყო საუბარი ამერიკის და ივანიშვილის წარმომადგენელებს შორის ამ თემაზე, რას აკეთებთ, თქვენ გიჟები ხომ არ ხართო, მაგრამ ეს ივანიშვილისთვის სულერთია. ივანიშვილისთვის ახლა მთავარია გადაირჩინოს თავი, ფიზიკურად, გადაირჩინოს თავი ქართველი ხალხისგან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისივე თქმით, ქვეყანა ახლა გადამწყვეტ ფაზაშია და უნდა გაირკვეს ვინ გაიმარჯვებს „ჩვენ თუ ისინი“. ყოფილი პრეზიდენტი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ს საელჩოსთან მიმდინარე აქციასაც შეეხო და განაცხადა. რომ აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიამ სიტყვა პატრიოტი „გააბანძა“.


„ჩვენ უნდა გავხდეთ ნომერ პირველი რეფორმატორი, ისევ ყველაზე წარმატებული ქვეყანა. სიტყვა ოცნება მოგვპარეს, იმედი გაგვიბანძეს, „რუსთავი 2“- ი გააბანძეს. აღარ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, რაღაც კოდირებული სიტყვები უნდა გამოვიყენოთ რადგან კლასიკური სიტყვები მოგვპარეს და გაგვიბანძეს. ირმა ინაშვილმა გაგვიბანძა სიტყვა „პატრიოტი“, როგორ შეიძლება საქართველოს პატრიოტი იყოს ამერიკის საელჩოსთან აქციაზე. ჩვეულებრივად ღიად ხელში ჩაიგდო მეხუთე კოლონამ ძალაუფლება. ეს მხოლოდ პრელუდიაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, ბოლომდე შევასრულოთ ახლა, ან ჩვენ ან ისინი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



IPN






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up