მიხეილ სააკაშვილი - მე გუდაურში გავიქცეოდი ,  იქ მთელ მთავრობას წავიყვანდი და ყველაფერს ზუსტად ერთ საათში გავაკეთებდით

მიხეილ სააკაშვილი - მე გუდაურში გავიქცეოდი , იქ მთელ მთავრობას წავიყვანდი და ყველაფერს ზუსტად ერთ საათში გავაკეთებდით

access_time2020-01-06 18:20:57

გუდაურში ხუთი დღე არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს, რომელიც საქართველოს კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემას შეეხება.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, შექმნილი ვითარებით საქართველოს კურორტებისთვის პერსპექტივა იკარგება.

 


„გუდაურში ხუთი დღე არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში. ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებდით ყველაფერს ზუსტად ერთ საათში. არადა ახლა, ამ წუთას, იკარგება არა მხოლოდ შემოსავლები, არამედ პერსპექტივები ჩვენი კურორტებისთვის.

ბაკურიანში წყალი თითქმის არავის არა აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი. გაჩერდა ის პროექტები, რომელიც მე დავიწყე. სვანეთში მე ავაშენე კურშაველის სიდიდის სათხილამურო კურორტი, რომელიც იქნებოდა ყველაზე დიდი ევროპაში, როგორც მინიმუმ. უზარმაზარი რეკლამა გავაკეთეთ, საბაგიროები გავაკეთეთ . გააჩერეს გზები, გააჩერეს კორუფციის გამო, ივანიშვილის პირადი ბოღმის გამო. არადა, სადაც არის მთის კურორტები, იქ შეუძლებელია ხალხი იყოს ღარიბი – არც სვანეთში, არც მაღალმთიან აჭარაში, სადაც ასევე გაჩერდა განვითარება, არც გუდაურში, არც ბაკურიანში. ყველგან, სადაც არის სათხილამურო ტრასები, ხალხს აქვს მაღალი შემოსავალი და ხალხი მდიდრდება. ჩემი გათვლებით, 2019 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით რვაჯერ უნდა გაზრდილიყო სათხილამურო კურორტებზე ჩამოსულთა რაოდენობა. ახლა ძალიან ცოტა ზრდა არის. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილს ეკისრება, რომელსაც პირადი ბოღმისა და სიხარბის გამო უნდა ფასი დაუგდოს ამ კურორტებს და მერე ყველაფერი ჩაიდოს ჯიბეში. სასწრაფოდ არის ყველაფერი შესაცვლელი და ინფრასტრუქტურა არის მოსაწესრიგებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვკარგავთ შემოსავალს და პერსპექტივას. ლამის შემოსავლის ბოლო წყაროს ვკარგავთ ჩვენი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


1tv




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up