მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს თითქმის 800 მლნ დოლარი, ეს თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფულია, რომელიც უნდა ჩაიდოს ხალხის დაცვაში

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს თითქმის 800 მლნ დოლარი, ეს თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფულია, რომელიც უნდა ჩაიდოს ხალხის დაცვაში

access_time2020-03-13 21:45:23

ივანიშვილი, რომლის ფული ბოლო წლებში საქართველოს ბიუჯეტიდანაა მოპოვებული, ფონდი „ქართუს“ მეშვეობით ქართველ ხალხს ეუბნება, რომ მათ 2 ან 3 პროცენტს მიუგდებს, რათა არ მივარდნენ მის შუშის სასახლეში, - ამის შესახებ საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს.


როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს მოპარული აქვს მილიარდობით ლარი ქართველი ხალხის ჯიბიდან.


„ივანიშვილმა დღეს დილიდან გამოაცხადა, რომ მისი ფონდი „ქართუ“ შეუვსებს სახელმწიფო ორგანოებს ფულს თუ მათ რაღაც ფული დააკლდებათ. ბოლო წლებში, ივანიშვილის მთელი ფული მოპოვებულია საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, ბიზნესების წაღებით, მევახშეობით და ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში და ახლა ნახეთ რას გეუბნებათ: 2 ან 3 პროცენტს ამ ფულიდან მოგიგდებთ იმისათვის, რომ არ მომივარდეთ აქ, ჩემს შუშის სასახლეში. მინდა მთლიანად შემოვუტრიალოთ მას მაგიდა და ვუთხრათ, დღეს, რომ საქართველო ასეთი დაუცველია მათ შორის ჯანდაცვის და მათ შორის იმ კუთხით, რაც ეხება ფინანსებს, ეს არის პირველ რიგში ივანიშვილის ბრალი. რაღაც 2 საავადმყოფო ავაშენეო, ჩემს დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და 140 საავადმყოფო და ცხოვრებაში არავისთვის არ დამიმადლებია და რას შველის ორი საავადმყოფო, თან არასათანადო პირობებით? აქ საუბარი სხვა რაღაცაზე უნდა იყოს. მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან“,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.



მისივე განმარტებით, საქართველოს ახლა ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი ემუქრება.


„ეს ფული უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდეს თქვენთან, მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისგან დაცვას, რადგან უამრავი ქართელი, რომელიც წასულია უცხოეთში ვერ რიცხავს ფულს. ამგვარად, საქართველოს ახლა ემუქრება ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი. ამიტომ ივანიშვილს პირველ რიგში უნდა მოვთხოვოთ, რომ დააბრუნოს ფული, ეს ფული, გარდა ჯანდაცვის ღონისძიებებისა, ძირითადი ნაწილი უნდა მომხარდეს ლარის გამყარებას და ლარის დაცვას, იმიტომ, რომ ლარის ჩამოშლა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს აბსოლუტურად ყველა ქართველს. ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც ის იყენებს პირადი საკუთრებისთვის და ეს არის თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფული თითქმის მთლიანად. ეს ფული უნდა ჩაიდოს ხალხის დაცვაში, ლარის გამყარებაში და ბიზნებისთვის დახმარებაში, რომელიც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ბოლო კრიზისის ფონზე, მაშინ ეს იქნება ნამდვილი დახმარება და წაადგება ქართველ ხალხს“,-აღნიშნავს სააკაშვილი.


ცნობისთვის, ფონდმა „ქართუმ“ მზადყოფნა გამოთქვა, კორონავირუსის გავრცელებისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოსთვის ფინანსური სახსრები გამოყოს.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up