მიხეილ სააკაშვილი: ერთხელ არ ხსენებულა საქართველო, ეს არ არის ტრამპის ბრალი ან დასავლელი ლიდერების ბრალი, ეს არის პუტინის დავალებით ივანიშვილის გაკეთებული

მიხეილ სააკაშვილი: ერთხელ არ ხსენებულა საქართველო, ეს არ არის ტრამპის ბრალი ან დასავლელი ლიდერების ბრალი, ეს არის პუტინის დავალებით ივანიშვილის გაკეთებული

access_time2018-07-12 19:56:07

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ნატოს სამიტზე, საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება.


სამიტი დღეს საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუმცა ამისთვის საჭიროა მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.


მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან ხსენებული არ ყოფილა.


სააკაშვილის თქმით, მომხდარი არც აშშ-ს პრეზიდენტის და არც მსოფლიო ლიდერების ბრალი არ არის.



საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს საკითხის მოხსნა, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.


მისი თქმით, ეს არის შედეგი პუტინის დავალებისა, რომელიც ექსპრემიერმა და „ქართული ოცნების“ ლიდერმა შეასრულა.


“თქვენ იცით, რომ ამ დღეებში მიდიოდა ნატოს სამიტი და მზადდება პუტინის შეხვედრა ტრამპთან. ყველა უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დროს და პრესაში, ფიგურირებს  ერთი თემა, რომ ტრამპი პუტინთან აუცილებლად ძალიან მწვავედ დააყენებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს. მე როგორც უკრაინის დიდ მხარდამჭერს, ეს ძალიან მიხარია, მაგრამ მე როგორც ქართველს ძალიან მწყინს და ბრაზი მახრჩობს, რომ ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა საქართველო მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს არ არის ტრამპის ბრალი ან დასავლელი ლიდერების ბრალი. ეს არის პუტინის დავალებით ივანიშვილის გაკეთებული.


როდესაც ივანიშვილი მოდიოდა, მან  თქვა, რომ მოხსნიდა საქართველოს უმაღლესი დონის განხილვებიდან და საერთოდ აღარ იქნებოდა საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის და მან ეს შეასრულა. კი მაგრამ რამე გვეშველა ამით ჩემო თანამემამულენო? ვიზები მოგვიხსნეს? ტერიტორიები აღარ მიაქვთ? მთელს მსოფლიოში აღარ დაწანწალებენ და აღარ ითხოვენ სხვა სახელმწიფოს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებას თუ ვიგრძენით შვება გარდა იმისა, რომ პუტინმა შეისრულა ყველაფერი რისთვისაც ჩაატარა 2012 წლის სპეცოპერაცია,“-აცხადებს სააკაშვილი.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ვითარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს და საქართველოს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდეს საერთაშორისო დონის განხილვებში. 


რუსთავი 2






ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
access_time2018-11-14 18:55:47
ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების...

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია
access_time2018-11-14 19:11:19
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს ეხმიანება და სრულად ეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულ ყველა პრობლემასა თუ რეკომედანციას. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობს. ქვეყანაში არსებული მწვავე მდგომარეობის ერთ-ერთ სათავეს კი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოში ხედავს. მეტიც, იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი...

რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს

 რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს
access_time2018-11-14 20:00:00
„აშშ-მ შესაძლებელია რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესოს“ — ბრიტანული კომპანია  Facts Global Energy (FGE), რომელიც ნავთობისა და გაზის ბაზარს შეისწავლის, თავის მომხმარებელს აფრთხილებს. ექსპერტები რუსული ნავთობის წინაამღდეგ  სანქციების ამოქმედებას პროგნოზირებენ. უფრო ზუსტად,  კომპანიაში მიაჩნიათ, რომ  შეზღუდვების ახალი პაკეტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშშ-ში ნებისმიერი რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის...

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა
access_time2018-11-14 18:00:04
 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი...

შემდეგი ეტაპი: Tesla მსოფლიოს წინააღმდეგ

შემდეგი ეტაპი: Tesla მსოფლიოს წინააღმდეგ
access_time2018-11-14 21:00:00
Tesla ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციას განაგრძობს - ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ მსოფლიოში 500,000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, რაც, Navigant Research-ის მიხედვით, მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების 20%-ს წარმოადგენს. აშშ-ის ბაზარზე Tesla გაცილებით მეტ ავტომობილს ყიდის, ვიდრე Nissan Leaf, GM Chevy Bolt და სხვ. თუმცა დიდი ალბათობით, მომდევნო წლებში Tesla-ს გაცილებით რთულ კონკურენტუნარიან გარემოში მოუწევს...


მსგავსი სიახლეები

up