მიხეილ სააკაშვილი - დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი

მიხეილ სააკაშვილი - დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი

access_time2020-09-26 13:25:55

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ზუსტი გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელსაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ გარდაუვალ მომენტამდე, როცა საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ისევ დაადგება სწრაფი განვითარების და პრობლემების გადალახვის გზას.

მინდა უბრალოდ ვისაუბრო იმაზე, თუ რა პრობლემებია ახლა. პირველ რიგში, ეს არის ვირუსი და მაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე. ეს ტემპები გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და ეს გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, სასწრაფოდ როგორმე უნდა მოვახდინოთ განეიტრალება, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა პირველ რიგში, ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე, უამრავ ადამიანს მოუსწრაფავს სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ამას აქვს პოტენციალი ბოლომდე გაანადგუროს ისედაც მომსპარი ეკონომიკა. ეს გეგმა ჩვენ გვაქვს“, - აცხადებს სააკაშვილი.

ის საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში ისევ სწრაფი წინსვლა დაიწყება. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხე არა სააკაშვილი, არამედ, საქართველოს სწრაფი განვითარებაა. 


„როგორია ახლა ტაქტიკა არსებული ოლიგარქული წყობის. დაცვის პირველ ხაზად ისინი ოპოზიციური ჯგუფების რაღაც ნაწილს იყენებენ, რომელთაც აქტიურად მისცეს სააკაშვილის ლანძღვის დავალება, ზოგიერთი მათგანი ამას საკუთარი სურვილითაც აკეთებს, იმიტომ რომ ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა ჩემი პრიოვნება კი არა, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება და წინსვლა და ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ჩემთან. ქართველმა ხალხმა იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, დაიწყება ისევ სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი და არა რაღაც სისხლისსამართლებრივი დევნა, რევანში, რომლის წინააღმდეგიც მე პირადად კატეგირიულად ვარ და ეს არ განხორციელდება, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანამ ერთი და იგივე წრეზე იაროს, მაგრამ მათი დასჯა იქნება ჩვენი სწრაფი განვითარება, ამიტომ ეშინიათ ჩვენი ყველაზე მეტად. ახლა ხდება მონტაჟების გაკეთება სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, რაღაც ჩანაწერების გამოყრა ნამდვილის, თუ ტყუილის, მერე ბილბორდებზე ჩემი და ჩემთან წარსულში თუ ახლა ასოცირებული რამდენიმე პირის მოჭყანული სახეების დახატვა და ხალხის დაშინება ისევ, „ბუა მოდის“ და „მგელი მოდისო“. რაც მეტად გამომხატავთ ბილბორდზე, მითუმეტეს, რომ კანონით აკრძალეთ ჩემი ჩვენება ჩვენ საარჩევნო რეკლამაში, მით უფრო კარგია ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, თქვენ დროს შემცირდა, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ დროს იყო სწრაფი პროგრესი მათ შორის, საქართველოს პოზიციის დამკვიდრებისთვის მთელ მსოფლიოში და თქვენ დროს საქართველო პრაქტიკულად გაქრა რუკიდან. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ჩვენ დროს მოხდა აღორძინება, მკვეთრი გაძლიერება საქართველოში რწმენის, ტრადიციული ფასეულობების, ჩვენ დროს აღდგა ბაგრატი, ასეულობით ძეგლი და თქვენ აგერ გაანადგურეთ გელათი. მართლა გული მიკვდება ამ ყველაფერს რომ ვუყურებ. ქართველმა ხალხმა იცის განსხვავება და რაც მეტად შეახსენებთ, მით უკეთესი...

საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა მაინც იცვლება და მათი არჩევანის თავისუფლება არის დაცული, ისინი არიან პიროვნებები და უნდა ამოვიდნენ არა იქიდან, უფროსი რას ეტყვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. ჩვენ ახლა აღარ გვაქვს დასაკარგი დრო, საქართველოს აქვს წარმოდგენლად მაგარი პერსპექტივები. ჩვენთვის ეს არის ან გამარჯვება, ან საქართველოს პერსპექტივის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი, ან გამარჯვება, ან ქართული სახელმწიფოებრივი იდეის სიკვდილი. ასე, რომ სიკვდილს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ასეც იქნება!“ - აცხადებს სააკაშვილი.


IPN




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up