მიხეილ სააკაშვილი - არ დამიწყოთ, ძალიან გთხოვთ, სააკაშვილი ქსენოფობი და ათასგვარი სისულელე, ირანთან ავიამიმოსვლა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

მიხეილ სააკაშვილი - არ დამიწყოთ, ძალიან გთხოვთ, სააკაშვილი ქსენოფობი და ათასგვარი სისულელე, ირანთან ავიამიმოსვლა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

access_time2020-02-23 14:21:07

მთავრობამ ირანთან ავიამიმოსვლა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს, ირანის მოქალაქეების შემოსვლა დროებით უნდა შეიზღუდოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

 

როგორც „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, აღნიშნული ზომები მთავრობამ უნდა მიიღოს კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

 

„ახლა, არ დამიწყოთ, ძალიან გთხოვთ – სააკაშვილი ქსენოფობი და ათასგვარი სისულელეები, რადგან ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. ჩემი შვილი ცხოვრობს, სკოლის მოწაფეა თბილისში, თქვენი შვილები ცხოვრობენ, თქვენ ცხოვრობთ საქართველოში. კორონავირუსი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, რა თქმა უნდა, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უკვე პრაქტიკულად მომდგარია საქართველოს კარებს, რადგან ძალიან სწრაფად გავრცელდა ირანში, სადაც ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანია დაღუპული და ბევრად, ბევრად მეტი არის დაავადებული, დავირუსებული. ირანთან ჩვენ გვაქვს აქტიური ავიამიმოსვლა. ირანის უამრავი მოქალაქე ჩამოდის საქართველოში, უბრალოდ ჩვენები დადიან ბევრს ირანში. ამიტომ, რაც უნდა გაკეთდეს და რაც უნდა მოვთხოვოთ ახლა ამ ვაიმთავრობას, საქართველოს დამაქცევარ მთავრობას არის – ირანთან ავიამიმოსვლის დაუყოვნებლივ შეჩერება, ირანის მოქალააქეების შემოსვლის დროებით შეზღუდვა. აკრძალვა შემოსვლის საქართველოში, პირდაპირ რომ ვთქვათ და ასევე ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების საგულდაგულოდ შემოწმება დამატებით, რადგან ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ დიდი რისკის მატარებლები.


 

რაც შეეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, თუ ისინი შემოდიან ირანიდან, ასევე არ უნდა შეუშვან საქართველოში. ასე იქცევა ამერიკა, ასე იქცევა ჩვენთვის ბოლომდე არ მოსაწონებელი რუსეთი, მაგრამ თავისთვის სწორად იქცევა. ასე იქცევა აზიის ბევრი ქვეყანა და ჩვენ რა, ვითომ რა წითელი კოჭი ვართ და რატომ უნდა მოვიქცეთ სხვანაირად. ახლა გადით და დამგმეთ კიდევ ფეისბუქებზე, საერთოდ არ მაინტერესებს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც სწორია, რაც გაადაარჩენს ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს და ააცილებს მათ ყოველგვარ რისკს“,- აცხადებს სააკაშვილი.

 

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up