მიხეილ ნინუა: კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, 9 კი გარდაცვლილი

მიხეილ ნინუა: კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, 9 კი გარდაცვლილი

access_time2020-04-14 18:20:38

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას განცხადებით, საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლავთ, რა მიზნითაც სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე გადაერთნენ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მიხეილ ნინუამ იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც საგარეო უწყებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელების პერიოდში განახორციელა.

 

მისი თქმით, გამოიკვეთა ორი ძირითადი მიზანი: უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე და მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.

 

„შემუშავდა სპეციალური კრიტერიუმები და განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ შემდეგ ჯგუფებს: შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს; ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვნებს; არასრულწლოვნებს; ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული); სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს“, - აღნიშნა ნინუამ.

 


მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი უმძიმესი და მოულოდნელი გამოწვევების წინაშე აღმოჩდა, რაც ნეგატიურად აისახება როგორც მათ ფინანსურ, ისე მორალურ მდგომარეობაზე. მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგელები ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად ახორხიელებენ.

 

„ხდება მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ადგილზე, საელჩოების მიერ საცხოვრებელი ფართების დაქირავება; საკვების/წყლის და სხვა აუცილებელი საჭიროებების (ჰიგიენური, სამედიცინო) დროული მიწოდება. განსაკუთრებული საჭიროებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ასევე, სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის ხელშეწყობა. ადგილზე, სამედიცინო მომსახურების შეზღუდული წვდომის გამო, ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობით დავაფუძნეთ ონლაინ სამედიცინო კონსულტაციების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ რეჟიმში იღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ექიმი-ინფექციონისტებისაგან (აღნიშნულს - პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად - მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მოქალაქეების მორალური მხარდაჭერის კუთხითაც). ექიმების ონ-ლაინ კონსულტაციები ჩატარდა: აშშ, ბრიტანეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

მიხეილ ნინუას ინფორმაციით, დღეისათვის დახმარება 5 238 მოქალაქეს გაეწია და შემუშავდა ე.წ. სასურსათო ვაუჩერის დარიგების მექანიზმი, რომელშიც კომპანია SPAR-მა მიიღო მონაწილეობა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 62 ათასამდე საქართველოს მოქალაქე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დღეისათვის კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, 9 კი გარდაცვლილი.

 

„უმრავლეს შემთხვევებში სახეზე გვაქვს დაავადების მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე ფორმები. აღნიშნული სტატისტიკა არაა ზუსტი, რამდენადაც მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ამხელს საკუთარ მდგომარეობას (ან არ აწვდის ინფორმაციას საკონსულო სამსახურებს)“, - აღნიშნა ნინუამ.

 

Imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up