მიხეილ ლომთაძის Kaspi უკრაინული პლატფორმის, Rozetka-ს შეძენას განიხილავს

მიხეილ ლომთაძის Kaspi უკრაინული პლატფორმის, Rozetka-ს შეძენას განიხილავს

access_time2021-11-04 09:30:00

მიხეილ ლომთაძის Kaspi უკრაინის ელექტრონული კომერციის უმსხვილესი პლატფორმის – Rozetka-ს შეძენას განიხილავს, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა AIN.UA წერს. Rozetka-ს მულტიპროფილური პორტფელი აქვს: სავაჭრო სივრცის გარდა, ის სხვადასხვა მიმართულების მქონე IT-კომპანია Evo-ს ფლობს. უკრაინული გამოცემა იუწყება, რომ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაჟღერებულა.



აღსანიშნავია, რომ Kaspi-სთვის, რომელმაც ბოლო დროს უკრაინის ბაზრის ათვისება აქტიურად დაიწყო, Rozetka ძალიან კარგი შენაძენი იქნებოდა, რადგან ის უკრაინის ელექტრონული კომერციის ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის უმსხვილესია. გასულ წელს Rozetka-მ $670 მილიონის შემოსავალი მიიღო, ხოლო მისი ვებგვერდი ქვეყნის წამყვანი ვებგვერდების ათეულში შედის, რაც კომპანიას ფართო მონაცემთა ბაზაზე აძლევს წვდომას. Rozetka ორ სავაჭრო სივრცეს, ე.წ. „მარკეტფლეისს“ ფლობს და საკუთარი მიტანის სერვისსაც ავითარებს. ამ ეტაპზე, Super App-ის კონცეპტის უკრაინაში გასამეორებლად, Kaspi-ს სწორედ ასეთი კომპანია აკლია.



თუკი გარიგება შედგება, Rozetka გახდება მესამე აქტივი, რომელსაც Kaspi უკრაინულ ბაზარზე შეიძენს. ცნობისთვის, ამა წლის ოქტომბერში, ყაზახურმა კომპანიამ ონლაინგადახდების უკრაინული კომპანია, Portmone Group-ი შეიძინა, ხოლო მოგვიანებით, BTA Bank Ukraine-ის 100%-იანი წილის მფლობელიც გახდა. AIN.UA-ს ინფორმაციით, Portmone-ს შეძენა Kaspi-ს $20 მილიონი დაუჯდა, ხოლო BTA Bank-ისა – $5 11 მილიონამდე. აღსანიშნავია, რომ პირველი, ყაზახურმა გიგანტმა Visa-სა და Mastercard-თან სწრაფი თანამშრომლობისთვის შეიძინა, ხოლო მეორე – საბანკო ლიცენზიისთვის.




უკრაინული გამოცემის დათვლებით, საბაზრო ინდიკატორების გათვალისწინებით, Rozetka-ს ღირებულება $600-დან $889 მილიონამდე შეადგენს. თავისთავად ცხადია, რომ კომპანიის ასეთ შეფასებას, მისი საბაზრო დომინანტურობა განაპირობებს.



აღსანიშნავია, რომ საბანკო სერვისების კუთხით, უკრაინაში სახარბიელო მდგომარეობაა: 2021 წლის იანვარ-სექტემბერში უკრაინულმა კომერციულმა ბანკებმა $2 მილიარდის მოგება ნახეს, რაც უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო შედეგია, რომელიც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, $525 მილიონით აღემატება.



Kaspi-ს მიზანს, ინოვაციური მობილური პროდუქტებისა და სერვისების შექმნით, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენს. Kaspi ეკოსისტემურ ბიზნესმოდელს ეყრდნობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია, რომ ერთი სერვისის ზრდა მეორე სერვისის ზრდას უწყობს ხელს, რითაც განვითარების ერთგვარი წრედი იქმნება. ყაზახეთის ბაზარზე Kaspi უდიდესი ფინანსურ-ტექნოლოგიური ეკოსისტემაა – Forbes-ის ინფორმაციით, ყოველთვიურად, Kaspi-ს შვიდ მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ცნობისთვის, ყაზახეთში განხორციელებულ ტრანზაქციათა 66%-ს სწორედ Kaspi ატარებს. 2020 წელს Kaspi-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რაც იმ წლის უმსხვილეს IPO-დ შეფასდა.



ცნობისთვის, ამ ეტაპზე მიხეილ ლომთაძე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მილიარდერებს შორის პირველ ადგილს იკავებს – Forbes-ის მილიარდერთა რეალურ დროში განახლებადი სიის მიხედვით, მისი ქონების ჯამური მოცულობა $6.3 მილიარდს შეადგენს.


წყარო: forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up