მიხეილ კალანდია -  საზოგადოებას მსურს ვკითხო, რა იცით ჩემს შესახებ? - მონეტას ორი მხარე აქვს

მიხეილ კალანდია - საზოგადოებას მსურს ვკითხო, რა იცით ჩემს შესახებ? - მონეტას ორი მხარე აქვს

access_time2019-11-20 11:37:59

მსურს, ვკითხო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილები და უსაფუძვლო ბრალდებებს ისროდნენ ჩემ მიმართ, რა იცით ჩემს შესახებ? – იმედი მაქვს, ყველასთვის ცნობილია, რომ მონეტას ორი მხარე აქვს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.


კალანდია ფიქრობს, რომ ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება მის შესახებ ფლობს, მხოლოდ ცალმხრივია.


„მსურს, რომ ვკითხო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილები და უსაფუძვლო ბრალდებებს ისროდნენ ჩემ მიმართ, რა იცით ჩემს შესახებ იმის გარდა, რასაც აცხადებდნენ დაზარალებული და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემით დაინტერესებული პოლიტიკოსები? მინდა დაფიქრდეთ და შეაფასოთ, რომ ის ინფორმაცია, რასაც თქვენ ჩემზე ფლობდით, იყო ცალმხრივი და შესაბამისად, ის დასკვნები, რაც თქვენ გამოგქონდათ, იყო ცალმხრივი და არაობიექტური. იმედი მაქვს, ყველასთვის ცნობილია, რომ მონეტას ორი მხარე აქვს“, - აცხადებს კალანდია.


რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს და შეკითხვას, რას შეცვლიდა, ეს რომ შეეძლოს, ბრალდებულ კალანდიას თქმით, „დამდგარი შედეგის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებდა“.



„ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. მაგრამ სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შემიძლია. რომ შემეძლოს, აუცილებლად ყველაფერს ვიზამდი, რასაც შევძლებდი, რათა თავიდან ამეცილებინა დამდგარი შედეგი“, - განმარტავს კალანდია.


გარდა ამისა, როგორც ის აღნიშნავს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია პოლიტიკოსებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და ის 19 წლის ასაკში პოლიტპატიმარია.


„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტრაგედია გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენეს თავის სასარგებლოდ და ამ შემზარავ დამდგარ შედეგს პოლიტიკური ელფერი შესძინეს. ამისთვის გამომიყენეს მე, ადამიანი, რომელიც დუმდა და საზოგადოებაში არ საუბრობდა თავის პოზიციაზე. გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ხალხს დააჯერეს, თითქოს მე დამნაშავე ვარ და მაღალჩინოსნების მფარველობის ქვეშ ვიმყოფები, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ამ საზოგადოებრივი წნეხიდან გამომდინარე, პროკურატურამ წარმოადგინა გაუგებარი, დაუსაბუთებელი ბრალი და 19 წლის ასაკში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ“, - აცხადებს კალანდია „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.


ipn.ge





საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ ყველა იყოს დასაქმებული, თუნდაც ხუთი დღე კვირაში“
access_time2019-12-14 10:00:30
„ნებისმიერი წარმატებული კომპანიისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი მენეჯმენტი ხვდება,რომ კმაყოფილი დასაქმებული ნიშნავს, კმაყოფილ მომხმარებელს. ამ მიმდგომით მიმდინარეობს ის სამუშაოები,რაც შემდგომში ქმნის ღირსეულ და კომფორტულ სამუშაო გარემო პირობებს“–ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ „ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა და „დიო“-ს...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...


მსგავსი სიახლეები

up