მიხეილ დუნდუა: "ქადაგიძის ნაოხარი", ანუ რატომ არ აქვეყნებს ერ.ბანკის პრეზიდენტი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს

მიხეილ დუნდუა: "ქადაგიძის ნაოხარი", ანუ რატომ არ აქვეყნებს ერ.ბანკის პრეზიდენტი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს

access_time2016-01-16 13:55:21

"ქადაგიძის ნაოხარი", ანუ რატომ არ აქვეყნებს ერ.ბანკის პრეზიდენტი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს - ამ სტატუსს ეკონომისტი მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით აქვეყნებს .


დუნდუა წერს: 


ეროვნული ბანკის უპასუხისმგებლობა და სავალუტო ფონდის 7 რეკომენდაცია

 

ისეთი დამაფიქრებელი მოცემულობის ფონზე, როცა მოსახლეობის საბანკო დავალიანება მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებს უკვე 65%-ით აჭარბებს, (2013 წლამდე ვალი შემოსავლებს არ აჭარბებდა) და ვალის მომსახურება განაკარგავდი შემოსავლების 20%-ზე მეტია (2013 წლამდე 16%-ის დონეზე იყო), საქართველოს ეროვნული ბანკი 2012 წლის შემდეგ არც ფინანსურის სტაბილურობის ანგარიშს ქმნის და არც სხვა რეკომენდაციებს ასრულებს, რომელსაც სავალუტო ფონდს პირდებოდა.


ლარს აუფასურებს არა ეროვნულ ეკონომიკაში დაბანდებული კრედიტი, არამედ ჭარბი ვალი, ანუ სესხი, რომელიც მოსახლეობის გაღატაკებას ემსახურება.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის 7 რეკომენდაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი არ ითვალისწინებს.


1. ეროვნული ბანკი უნდა აქვეყნებდეს ფინანსური ტაბილურობის ანგარიშს. რომელსაც სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად უკვე 3 წელია არ ქმნის. სტანდარტული მაკროეკონომიკური ანალიზისგან განსხვავებით, ფინანსურის სტაბილურობის ანგარიში შეისწავლის მოვლენებს, რომელთა მოხდენის ალბათობის დადგენა რთულია, მაგრამ რისკის მატერიალიზაციის შემთხვევაში უარყოფითი ზეგავლენა - არსებითი. 




2. ეროვნულმა ბანკმა უნდა შექმნას პასუხისმგებელი ორგანო ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომელიც სულ მცირე კვარტალში ერთხელ უნდა იკრიბებოდეს და გადაწყვეტილებებს იღებდეს, რომელიც უნდ დაამტკიცოს სებ-ის პრეზიდენტმა და აცნობოს საზოგადებას. ასეთი კომიტეტის არსებობა არ დასტურდება ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, რომ არაფერი ვთქვათ მის კვარტალურ შეკრებებზე და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თუმცა სებ-ში აცხადებენ, რომ კომიტეტი შექმნილია და მას თავად ქადაგიძე ხელმძღვანელობს, რაც ღიმილისმომგვრელია.



3. „ანგარიშვალდებულების ფარგლების გამყარება: საქართველოს ეროვნული ბანკის უფრო მეტი ფორმალიზებული და გამჭირვალე მაკროპრუდენციული უფლებამოსილება შესაბამისობაში უნდა იყოს ძლიერ ანგარიშვალდებულებასთან. ეს ანგარიშვალდებულება უნდა შეიცავდეს: (1) მაკროპრუდენციულ პოლიტიკასთან მიმართებით მთლიანი სტრატეგიის ექს-ანტე კომუნიკაციას; (2) იმ განხილვების დეტალურ კომუნიკაციას, რომლებმაც გამოიწვია კონკრეტული სტრატეგიული გადაწყვეტილებები; და (3) გატარებული ღონისძიებების ეფექტურობის ექს-პოსტ შეფასებას.“ -სტილი დაცულია. მსაგავი რამ არ ხდება.


4. "საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შექმნას ფინანსური სტაბილურობის განყოფილება. მაკროპრუდენციულ სისტემას ხელი უნდა შეუწყოს ეფექტურმა წინასწარმა გაფრთხილების სისტემამ, რათა მოხდეს მთლიანად საფინანსო სისტემის რისკების იდენტიფიცირება და მონიტორინგი. აზრი მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიქმნას სპეციალური განყოფილება, რომელიც განსხვავებით თითოეული ბანკის საკითხებისგან, კონცენტრირებული იქნება ამ საკითხებზე. საერთაშორისო ერთიანი პრაქტიკისა და ქართულ კონტექსტში მათი სტაბილურობის შესაბამისად, ახალმა განყოფილებამ უნდა, როგორც მინიმუმ (i) რეგულარულად ჩაატაროს ქართული ბანკების სტრეს ტესტები; (ii) მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაანალიზებული მაკროეკონომიკური განვითარება და რისკები გაართიანოს, ფინანსური სტაბილურობის სფეციფიკური რისკების შეფასებასთან; (iii) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტისათვის მოამზადოს მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ ზომები; (iv) შეაფასოს არსებული და შემოთავაზებული მომავალი მაკროპრუდენციული ზომების გავლენა და ეფექტურობა; და (v) სტაბილურობის რისკებთან დაკავშირებით გაცვალოს შეხედულებები სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ბაზრის მონაწილეებთან, სარეიტინგო სააგენტოებთან, ანალიტიკოსებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. გარეგანი დაუცველობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მან ასევე უნდა შეაფასოს საქართველოს საფინანსო სისტემაზე საერთაშორისო გარე ეფექტების რისკებთან. განყოფილება ადექვატურად უნდა დაკომპლექტდეს, რათა უზრუნველყოს განხილული ფუნქციების შესრულება." ასეთი განყოფილება საერთოდ არ იძებნება სებ-ის სტრუქტურაში, მითუმეტეს რაიმე კვლევა მის მიერ მომზადებული.



5. კონცენტრაციის ლიმიტების შემოღება უმსხვილეს მსესხებებლებზე (მაგ. თითო ბანკზე ლიმიტები პირველ 5 ან 10 გამოვლინებაზე) ხელს შეუწყობს ბანკების სესხის პორტფელებში გადაჭარბებული კონცენტრაციის თავიდან აცილებას. მეტიც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განიხილოს სესხის ღირებულებასთან მიმართებით (LTV) ან სესხის მომსახურება შემოსავალთან მიმართებით (DSTI) ლიმიტის გამოყენება, სავარაუდოდ დიფერენცირებული ვალუტისა და სეგმენტის მიხედვით ან გარდა ამისა, სექტორალური რისკის წონითი კოეფიციენტების გამოყენება, იმ შემთხვევაში თუ, ძალიან იმატებს ბანკების რისკი მაღალი რისკის ბაზრის სეგმენტებზე.



6. "საცალო სესხების ლიმიტირება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განიხილოს ლიმიტების შემოღება სესხის მომსახურება შემოსავალთან მიმართებით კოეფიციენტისათვის საცალო სესხებზე, გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში, საცალო მსესხებელთა ერთი მესამედი ხარჯავს შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალებისათვის."

და ამ დროს საქართველოში:

1. საცალო სესხის ამღები მოსახლეობის 60%-ი შემოსავლის 40%-ზე მეტს საბანკო ვალის მომსახურებისათვის იხდის.

• სესხის ამღებთა მესამედი ვალის დასაფარად იხდის შემოსავლის ნახევარზე მეტს 

• 20%-ი იხდის 60%-ზე მეტს 

• 12%-ი იხდის შემოსავლის 70%-ზე მეტს

• 8%-ი იხდის 80%-ზე მეტს

• 6%-ი იხდის შემოსავლის 90%-ზე მეტს

• 5%-ი იხდის 100%-ზე მეტს. 

7. კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის (CCB) გეგმაზომიერი შემოღება. საქართველოს ეროვნული ბანკმა პირობა დადო, რომ ბაზელ III სტანდარტების (BCBS 2010a, 2010b) შესაბამისად კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის რეჟიმის გამოყენებას დაიწყებდა 2015 წლიდან. ეს ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს საქართველოს ეროვნულ ბანკს უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს ჭარბი კრედიტების ზრდის პერიოდს და გაზარდოს სისტემის მდგრადობა კრიზისულ პერიოდში. ბუმის პერიოდში კონტრციკლური კაპიტალის ბუფერი უნდა გაიზარდოს, რომელიც ერთის მხრივ ზრდის კაპიტალის ღირებულებას, რითაც ამცირებს კრედიტის მოთხოვნას და მეორეს მხრივ იწვევს ბანკების მიერ რისკის შემცველი აქტივების ზრდის შენელებას, რითაც მცირდება კრედიტის მიწოდება. შესაბამისად, ინსტრუმენტი ეფექტურად ანელებს ჭარბი კრედიტების ზრდას და ხელს უწყობს კაპიტალის ბუფერების ზრდას ნორმალურ პერიოდში. სტრესების პერიოდებში, კონტრციკლური კაპიტალის ბუფერი უნდა გათავისუფლდეს, რაც საშუალებას მისცემს ბანკებს გამოიყენონ დამატებითი ბუფერები, რათა აითვისონ დანაკარგები ეკონომიკაში კრედიტების გადინების შეჩერების გარეშე.



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up