მიხეილ დუნდუა: ქადაგიძის წასვლის შემდეგ ლარის კურსი ყოველ საათში მყარდება

მიხეილ დუნდუა: ქადაგიძის წასვლის შემდეგ ლარის კურსი ყოველ საათში მყარდება

person access_time2016-03-16 13:00:44

ინტერვიუ ეკონომისტ მიხეილ დუნდუასთან


- ბოლო რამდენიმე დღეა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მკვეთრად მყარდება. თქვენი შეფასებით, რამდენად მოსალოდნელი იყო ლარის კურსის ასეთი მკვეთრი დასტაბილურება და რა მიზეზით ხდება ეს?


- აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო იმის შემდეგ, რაც გიორგი ქადაგიძემ თანამდებობა დატოვა. კურსმა მკვეთრი გამყარება ზუსტად 25 თებერვლიდან დაიწყო. ამის შემდეგ ვაკვირდებით, რომ კურსი თანდათანობით და მნიშვნელოვნად მყარდებოდა. მიმდინარე საბაზრო კურსი გაცილებით უფრო მყარია, ვიდრე ოფიციალური. ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ ლარის კურსი ქადაგიძის მმართველობის პერიოდში იყო პოლიტიკური ფაქტორების და ანგაჟირების ამსახველი. მას შემდეგ, რაც მოიხსნა პოლიტიკური წნეხი ქადაგიძის მხრიდან, კურსმა მკვეთრი გამყარება დაიწყო.


- საუბრობენ, რომ ლარი ხელოვნურად გამყარდა და ტექნიკური მანიპულირების შედეგია.


- არანაირი ტექნიკური მანიპულირება არ მომხდარა. ტექნიკური მანიპულირება გულისხმობს მაგალითად იმას, თუ ეროვნული ბანკი გაყიდდა დოლარს. ეროვნულ ბანკს კი საერთოდ არ უვაჭრია, არაფერი გაუკეთებია, არავის არანაირი მოქმედება არ ჩაუტარებია, ვერცერთ მოქმედებას ვერ დაასახელებს ვერავინ. ქადაგიძის წასვლის გარდა არაფერი არ მომხდარა. კურსმა თავის პიკს მიაღწია ქადაგიძის მმართველობის ბოლო კვირას. ყველაზე ცუდი მიმდინარე საბაზრო კურსი იყო 2016 წლის 25 თებერვლის კვირაში, შემდგომ ამის შემდეგ უცბათ დაიწყო მკვეთრი გამყარება. დღეისათვის ლარის კურსის ის ნიშნულია, რომელიც 2015 წლის ზაფხულში იყო.


- საუბრობენ, რომ ერთადერთი მიზეზი, რომელიც შეიძლება იყოს ლარის გამყარების, არის მხოლოდ ბანკების აქტიურობის შეზღუდვა და მეტი არაფერი. ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ შიდა მაკრო-ეკონომიკური ფაქტორები ან საგარეო ფაქტორები რადიკალურად არ შეცვლილა, რომ ჩვენ ლარის ასეთი მკვეთრი გამყარება მიგვეღო. როგორ თვლით, ეს შესაძლოა რეალური იყოს?


-როდესაც ხელოვნური ფაქტორი მოიხსნა, შესაბამისად, ყველაფერი დაჯდა ნორმალურ კალაპოტში. თუ ბანკებს არ სჭირდებათ დოლარი, არ იყიდიან, თუ სჭირდებათ, იყიდიან. ეს ასეა. შევხედოთ როგორი კურსია ეროვნულ ბანკში, როგორია კომერციულ ბაკებში და როგორია გარე ბაზარზე. გარე ბაზარზე გაცილებით უკეთესი კურსია ვიდრე კომერციულ ბანკებში. ეს იმის მანიშნებელია, რომ მოიხსნა ზეწოლა გარე ბაზარზე. სხვა არაფერი არ ხდება.



- სხვა ფაქტორებზეც რომ ვისაუბროთ, რა ხდება ეკონომიკაში გარდა იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ფაქტორზე ისაუბრეთ. სხვა რა ფაქტორები მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე?


- სხვა დანარჩენი ფაქტორები, რომელსაც შეიძლება გამყარებაზე რაიმე გავლენა მოეხდინა, ყველა ფაქტორი გაუარესებულია. მაგალითად, ექსპორტის მაჩვენებელი, გადმორიცხვების მაჩვენებელი. რეალურად, ვერცერთი ეკონომიკური მაჩვენებელი ვერ ამტკიცებს იმას, რომ განსაკუთრებით რამე გაუმჯობესდა ეკონომიკის თვალსაზრისით დღეების ან კვირების განმავლობაში, ან თვის განმავლობაში და ამან განაპირობა კურსის მკვეთრი დასტაბილურება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შემდეგ გარემოებას - ადრე არსებული, ჩამოყალიბებული კურსი იყო არა ეკონომიკის მდგომარეობის გამოძახილი, არამედ პოლიტიკური ზეწოლის შედეგი. ლარის მაშინდელი კურსი იყო ხელოვნურად ინსპირირების შედეგი და ეკონომიკის ბუნებრივი მდგომარეობა უფრო დაბალ ნიშნულს მიუთითებდა, დაახლოებით, 2.20-ის მიდამოში.


- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მარტი-აპრილის პერიოდში კურსს 2.20-ის მიდამოებში უნდა ველოდოთ?


- დაველოდოთ ახალ მენეჯმენტს, დაველოდოთ ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელს, რადგან სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ეროვნული ბანკის მხრიდან, კურსის დიაპაზონი არის 2.20 ლარს შორის ნიშნული. კურსმა ამ ნიშნულს შორის უნდა იმოძრაოს, გამომდინარე იმ ვითარებიდან, რა ვითარებაშიც ქვეყანა და ქვეყნის ეკონომიკაა.


- ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელის მხრიდან ელოდებით თუ არა ძირეულ ცვლილებას თუ კობა გვენეტაძის კანდიდატურის დამტკიცება მოხდა?


- რაც შეეხება კობა გვენეტაძის კანდიდატურას, ეს საკითხი ჯერ საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა გეტყვით, რომ გვენეტაძეს აქვს სერიოზული პლიუსი იმ თვალსაზრისით, რომ ის ნამუშევარია სავალუტო ფონდში, ძალიან დიდი ხნის გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ის, როგორც ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი ან რომელიმე თანამდებობაზე პასუხისმგებელი პირი, ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ შეასრულებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს. ეს კი ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და საბოლოო ჯამში კურსის სტაბილურობასაც განაპირობებს. სწორედ მისი გამოცდილება და ის, რომ დაკავშირებული არ არის „ნაციონალური მოძრაობასთან" ან პოლიტკურ რომელიმე ორგანიზაციასთან, გამორიცხავს პოლიტიკურ ზეწოლას ლარზე და მიუთითებს იმაზე, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები შესრულდება.


- საუბრობდნენ, რომ 2016 წელი ცვალებადი იქნებოდა იმის გამო, რომ არის საარჩევნო წელი. მიუხედავად ამისა, 2016 წელს ეროვნული ვალუტის მიმართ რა გამოწვევები იქნება?


- მიმდინარე წლის განმავლობაში რაიმე გართულებებს არ უნდა ველოდოთ. პირიქით, მდგომარეობა გაუმჯობესდება. ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებული სიტუაცია აბსოლუტურად თანაბარზომიერია და სწორად ხორციელდება. თუ ეროვნული ბანკი არ გაიმეორებს ქადაგიძის პრაქტიკას და პოლიტიკურ ზეწოლას ლარის კურსზე, აგრეთვე ჭარბ დაკრედიტებას საცალო სექტორში და ნაკლები ყურადღების მიქცევას ადგილობრივ წარმოებაზე, თუ შეასრულებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს, თუ ეს ყველაფერი მოხდება, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნება როგორც კურსი, ისე ქვეყნის ეკონომიკა. დღევანდელი ტენდენცია სწორედ იმას მიუთითებს, რომ როგორც კი პოლიტიკური ზეწოლა მოიხსნა, კურსი გამყარდა ისე, რომ ეროვნულ ბანკს ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს, არც ვალუტა გაუყიდია, არც სხვა დამატებითი ზომებისთვის მიუმართავს. უბრალოდ, ერთი პირის მოშორებამ სისტემიდან კურსთან დაკავშირებით პოზიტიური ცვლილებები გამოიწვია.


- კომერციული ბანკების ქცევა როგორია, ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან, ახალ პრეზიდენტს ელოდებიან თუ რა ტენდენციებს ხედავთ?


- მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი მოლოდინი პოზიტიურია. იმიტომ, რომ ქადაგიძის მოღვაწეობის მთელი პრაქტიკა იყო მუდმივი შიში, შანტაჟის, დაშინების და ზეწოლის. ამ ფაქტორის მოშორებამ სისტემიდან, ბუნებრივია, საბანკო სფეროში ვითარება დაამშვიდა. შედეგად, ვხედავთ, რომ კურსი ყოველ საათში მყარდება.



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up