მიხეილ დუნდუა: „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეფორმები ტარდება სწორი მიმართულებით

მიხეილ დუნდუა: „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეფორმები ტარდება სწორი მიმართულებით

access_time2021-09-14 21:30:00

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეფორმები ტარდება სწორი მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის შეფასებისას.

მისი განცხადებით, რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში საქართველოს გადასვლა განაპირობა ისეთი ფაქტორების გაუმჯობესებამ როგორიცაა: მთავრობის ზომა, სამთავრობო მოხმარების წილი მთლიან მოხმარებაში, ზღვრული საგადასახადო განაკვეთი და სხვა.

„ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება ფინანსებს, გადასახადებს, საბიუჯეტო ხარჯებს, მთავრობის დანახარჯებს, ბოლო წლების განმავლობაში უმჯობესდება და საბოლოო ჯამში, აისახება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაში და საქართველო ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია რეგიონსა და მსოფლიოში. ასეთი მაღალი კატეგორიის რეიტინგებში წინსვლა მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, ეკონომიკური აქტორებისთვის და საბოლოო ჯამში ემსახურება ეკონომიკის გაძლიერებასა და გაჯანსაღებას. შეგახსენებთ რომ ამ რეიტინგის გარდა, ჩვენ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების რეიტინგში" შევდივართ საუკეთესო შვიდეულში, „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ მიხედვით ვართ მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში. ეს აჩვენებს ტრენდს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, რეფორმები ტარდება სწორი მიმართულებით, რაც აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებაში, რომლის თაობაზეც მაგალითად, საუბრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აცხადებს, რომ წელს და მომავალ წელს საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.



ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.







ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up