მიხეილ დუნდუა – მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევებით ბოლო წლებში საქართველოში სიღარიბე  მკვეთრად შემცირდა

მიხეილ დუნდუა – მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევებით ბოლო წლებში საქართველოში სიღარიბე მკვეთრად შემცირდა

access_time2020-02-17 15:36:58

“მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევებით საქართველოში სიღარიბე ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა”, – ამის შესახებ ფინანსითა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში წერს.


პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


“მსოფლიო ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მოახდინა გლობალური სიღარიბის მაჩვენებლების რევიზია 1981-2015 წლებისათვის, ახალი, გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით. აგრეთვე გამოქვეყნდა სიღარიბის განახლებული მაჩვენებლები ცალკეული ქვეყნებისათვის 2017 წლის ჩათვლით, მათ შორის საქართველოსიც.


მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით ირკევა, რომ ჩვენს საუკუნეში სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგძლივი პერიოდი საქართველოში 2004-2011 წლები ყოფილა, ანუ 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზე უარესია, 2012-2017 წლებში კი სახეზე გვაქვს სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება. ახალი მეთოდოლოგიით მსოფლიო ბანკი განიხილავს სიღარიბის სამ დონეს – როცა:


1. კეთილდღეობის მიღმა მყოფი პირების დღიური სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე 5.5$(PPP)-ზე დაბალია (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით).

2. სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე დღეში 3.2 $(PPP)-ზე დაბალია. პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ გამოხატული სიღარიბე.

3. უკიდურესი სიღარიბე, როცა სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე დღეში 1.9 $(PPP)-ზე დაბალია.



მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოში კეთილდღეობის მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი, რომელთა საშუალოდღიური სამომხმარებლო ხარჯი 5.5$(PPP)-ზე ნაკლებია , 2004 წლიდან 2011 წლამდე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 59.29%-იდან 59.48%-მდე. 2012 წელს, პოლიტიკური თვალსაზრისით გარდამავალ წელს, მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა.


გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 3.89 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 55.4%-ს გაუთანაბრდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით 2013 წლამდე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კეთილდღეობის მიღმა იყო და მათი წილი 55-60%-ის დიაპაზონში მერყეობდა. 2013 წელი იყო პირველი წელიწადი, როცა კეთილდღეობის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 50%-ზე ნაკლები გახდა, მომდევნო წლებში მაჩვენებელმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო, სარკისებულად შეიცვალა და 2017 წელს 43.58%-ს გაუთანაბრდა.


რაც შეეხება გამოხატული სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 3.2$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ექსპერტიზის მიხედვით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული ყოფილა 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში.


2004 წელს სიღარიბის ამ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 28.17% იყო; _ 2011 წელს გაიზარდა და გახდა 28. 89%. 2012 წელს, მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 2.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 25.78%-ს გაუთანაბრდა. ინდიკატორმა მკვეთრი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო და 2017 წელს 16.33%-ს გაუთანაბრდა, ანუ 2012 წელთან შედარებით მაჩვენებელი ერთნახევარჯერ და მეტად გაუმჯობესდა.


რაც შეეხება უკიდურესი სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 1.9$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული ყოფილა 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში.


2004 წელს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 10.14% იყო; 2011 წელს გაიზარდა და გახდა 11. 28 % .


2012 წელს, მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 1.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 8.62%-ს გაუტოლდა.


ინდიკატორმა მკვეთრი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, 2015 -2016 წლებში 4%-ზე დაბალიც კი იყო, 2017 წელს 5.02%-ს გაუთანაბრდა, რაც 2011-2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით საშუალოდ 2-ჯერ გაუმჯობესებულია (შემცირებულია).http://iresearch.worldbank.org/PovcalNet/povOnDemand.aspx ” , – აცხადებს დუნდუა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up