მიხეილ დუნდუა: „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს აქვს ისტორიული მაქსიმუმი, რაც მნიშნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის

მიხეილ დუნდუა: „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს აქვს ისტორიული მაქსიმუმი, რაც მნიშნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის

access_time2020-11-19 19:00:00

„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს აქვს ისტორიული მაქსიმუმი, რაც მნიშნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „გლობალური კეთილდღეობის ინდექსის“ კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგის შეფასებისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



მიხეილ დუნდუას თქმით, 2020 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.



„ყველაზე სასიხარულოა, რომ ანგარიშში საქართველოს დაეთმო სპეციალური თავი, სადაც ჩვენი ქვეყანა დასახელდა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური განვითარების ყველაზე თვალსაჩინო, დამაჯერებელ მაგალითად. აქ განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ინვესტორთა დაცულობა, საგადასახადო რეფორმა, რაც ჩვენი ფისკალური პოლიტიკის წარმატებაზე მიუთითებს. ანგარიში ცალსახად პოზიტიურია და მასში საქართველო გამორჩეულია როგორც ქვეყანა, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი გააკეთა, რათა განვითარების სწორ გზაზე დამდგარიყო, რაც გულისხმობს ქვეყნის მიზანს მიაღწიოს სიღარიბიდან კეთილდღეობამდე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.






შეგახსენებთ, საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-26 21:00:26
დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი: 1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი...

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-26 18:15:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3137 ლარი გახდა....

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია
access_time2020-11-26 20:00:13
შავი პარასკევი - არის პირველი პარასკევი ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის - მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, როგორც წესი 23-დან 29-რიცხვამდე. სწორედ ამ დღეს იწყება...

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა
access_time2020-11-26 19:00:14
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2020 წლის 3 კვარტალში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. რასთან არის ეს დაკავშირებული და შეიძლება თუ არა ეს გამოკვეთილ ტენდენციად ჩაითვალოს?   აგრარული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო წელი, როდესაც 2013 წელს დაწყებულმა აგროსექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო  პროგრამებმა შედეგები გამოიღეს.   ერთ-ერთი ასეთი პროექტია „დარგე მომავალი“, რომელიც ხილის და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
access_time2020-11-26 17:25:29
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და მათი დაძლევის გზები იყო განიხილვის მთავარი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან, სელიმ ჩაკირთან, გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ, სოსო ფხაკაძესთან ერთად აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საუბარი ასევე შეეხო ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, ასოციაციის წარმომადგენლებმა სავალუტო ფონდს გაუზიარეს ის წუხილი, რომელიც საქართველოში მოქმედ...


მსგავსი სიახლეები

up