მიხეილ დუნდუა გიორგი ქადაგიძის განცხადებაზე: „გაღმა შემედავე, ანუ ერ.ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტი "გადააგდო"!

მიხეილ დუნდუა გიორგი ქადაგიძის განცხადებაზე: „გაღმა შემედავე, ანუ ერ.ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტი "გადააგდო"!

person access_time2016-01-15 12:40:46

გაღმა შემედავე, ანუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტი "გადააგდო"! – ასეთ კომენტარს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ექსპერტი მიხეილ დუნდუა სებ–ის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც გიორგი ქადაგიძე პარლამენტისგან ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენას ითხოვს. 


მიხეილ დუნდუა ქადაგიძის ამ განცხადებას ასე ეხმაურება:

„ქადაგიძე პარლამენტს საყვედურობს: ჩემი ანგარიში პლენარულ სხდომაზე რატომ არ მოისმინეთო, და თან ამ საყვედურით მეჭიაურს მიმართავს: რატომ არ გსურს ანგარიშის მოსმენაო.

არადა, მეჭიაურის კომისიამ (საფინანსო-საბიუჯეტო) პირველმა მოისმინა ქადაგიძის ანგარიში 2015 წლის პირველ ნახევარში.

ქადაგიძეს თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა სურს, პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს და არა მეჭიაურს.



მაგრამ ქადაგიძეს ავიწყდება მთავარი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე წარდგენილ ეროვნული ბანკის იმ არასრულ ანგარიშში (არასრულში იმიტომ რომ მას ფინანსურის სატაბილურობის ანგარიში თან არ ახლდა ), ეროვნული ბანკმა და ქადაგიძემ პირობა დადო, რომ ნაკლს გამოასწორებდა და 2015 წლის მეორე ნახევაში ფინანსური სტაბილურობის ყოველწლიურ ანგარიშს შექმნიდა/გამოაქვეყნებდა (რომელსაც, უკვე მეოთხე(!!!) წელი დაიწყო, არ ქმნის). 

ქადაგიძემ ეს პირობა დაარღვია. მან ფინანსურის სატბილურობის ანგარიში არ შექმნა. არადა, პარლამენტი ერ.ბანკის პრეზიდენტს უცდიდა, როდის შეასრულებდა იგი დადებულ პირობას, რათა სრული საქმიანობის ანგარიში პლენარულ სხდომაზე მოესმინა.

P.S.

იხილეთ ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში, გვერდი 105.

ციტატა: "ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკში შეიქმნა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომლის მთავარი ამოცანაა ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. როგორც კომიტეტის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ფინანსური სტაბილურობის ძირითადი გამოწვევები განხილული იქნება ფინანსური სტაბილურობის ყოველწლიურ ანგარიშში, რომლის განახლებული ვერსიაც 2015 წლის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება." გვერდი 105.



 



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up