მიხეილ დუნდუა: ეკონომიკის ზრდა კერძო სექტორის დამსახურებაა

მიხეილ დუნდუა: ეკონომიკის ზრდა კერძო სექტორის დამსახურებაა

access_time2021-06-08 19:00:00

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შთამბეჭდავს უწოდებს. როგორც მან გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას აღნიშნა, ეს კერძო სექტორის დამსახურებაა.


„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესგარემო იყოს უკეთესი, მაგრამ ეკონომიკური ზრდა შექმნა კერძო სექტორმა და ჩვენ ხელი შევუწყვეთ ჩვენი პოლიტიკით, კანონმდებლობით და ა.შ. 8.1% არის ოთხთვიანი ზრდა, რაც ძალიან კარგია და ცოტა დაგვაკლდა, რომ 2019 წლის მონაცემისთვის გაგვესწრო. ოპტიმისტური პროგნოზი წლიურ ჭრილში 10.5%-ით გაიზარდა,“ – ამბობს მიხეილ დუნდუა.


მისი თქმით, საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ძირითადი დატვირთვა მოდიოდა გადამამუშავებელ მრეწველობაზე. თუმცა, განაწილება იყო მრავალმხრივი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანამ იგრძნო განვითარება.


„პანდემია არ არის ციკლური ვარდნა, სადაც მიაღწევ ჭარბწარმოებას, აუთვისებელ ეკონომიკის რაღაც მასშტაბს და ამ დროს ხდება მიწოდების ან მოთხოვნის პრობლემის გამო ეკონომიკის ვარდნა. პანდემიამ ეკონომიკა მთელ მსოფლიოში გააჩერა. როცა მისი აღდგენის დრო მოვიდა და ეკონომიკა გახდა სიცოცხლისუნარიანი, მაცვენებლები აღდგა, თუმცა არ ველოდით, რომ ასე სწრაფად მოხდებოდა აღდგენა,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.



ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, 2021 წლის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 8.1%-ია.


ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა.


კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.


business-partner.ge






ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up