მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სწორი აღქმა ვიზალიბერალიზაციის პირობების და იმ საფრთხეების შესახებ, რაც არალეგალურ ქმედებებს უკავშირდება

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სწორი აღქმა ვიზალიბერალიზაციის პირობების და იმ საფრთხეების შესახებ, რაც არალეგალურ ქმედებებს უკავშირდება

access_time2018-02-17 16:46:19

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის და თავშესაფრის მოთხოვნის პირობების დარღვევის პრევენციისთვის. 



ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობის ქმედებების ნაწილია მასშტაბური და ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი აღქმა მოკლევადიანი ვიზიტების პირობებისა და იმ საფრთხეების შესახებ, რაც უკავშირდება მათი მხრიდან არალეგალურ ვიზიტებს და თავშესაფრის უკანონო მოთხოვნებს. 

მინისტრის განცხადებით, მან აღნიშნული საკითხი განიხილა ქ. მიუნხენში ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დროსაც. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, დიასპორის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა დაეხმაროს სახელმწიფოს მოქალაქეების სწორ ინფორმირებაში და ამ კუთხით მათი გამოცდილების გაზიარებაში, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე, რომელსაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა, უფრო მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 


მინისტრის განცხადებით, დიასპორასთან შეხვედრისას განხილულ იქნა ასევე ერთობლივი კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, რაც მოემსახურება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენას. 

"ვისაუბრეთ ერთობლივ კამპანიაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა საქართველოს პოზიტიური იმიჯი იქნას წარმოჩენილი. გერმანიაში ჩვენ გვაქვს ამის კარგი შესაძლებლობა წელს, რადგანაც ჩვენ ვართ საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და მოგეხსენებათ, რომ წელს ასევე პირველად ისტორიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება - პოლიტიკა და ლიტერატურა, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ გერმანული საზოგადოების წინაშე პოზიტიური კუთხით და რა თქმა უნდა აქაც გავაჩინოთ მეტი პოზიტიური დამოკიდებულება ზოგადად საქართველოს ინტეგრაციული პროცესების მიმართ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 





გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?
access_time2019-11-22 11:26:16
თბილისის სამშენებლო სექტორის აუცილებელი რეფორმის არასასურველი შედეგები, გვერდითი ეფექტები, უკვე სახეზეა და მათზე რეაგირება კომპლექსური მიდგომით, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი ამოცანაა. რეგულაციებში არის ისეთი ახალი ნორმები, რომელთა მყისიერი ამოქმედება არ იყო აუცილებელი. მაგალითად, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს და დააჯარიმეს იმის გამო, რომ მეალმეს არ ჰქონდა სერტიფიკატი. არა, მეალმე ჰყავდა კომპანიას, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ახალი რეგულაციების მოთხოვნის...

ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...


მსგავსი სიახლეები

up