მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება

access_time2022-01-25 12:30:26

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ უკეთ შეძლონ კოვიდპაციენტების მართვა.



jandacva.ge-ს ინფორმაციით, არსებულ პრობლემებსა და შესაძლო ცვლილებებზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან სამი სადაზღვევო კომპანიის – „არდის,“ „ჯიპიაის,“ „იმედი ელის“ და “ბენეფიტის” წარმომადგენელთა შეხვედრა გუშინ, 24 იანვარს გაიმართა. აღნიშნული კომპანიები ბაზრის 75%-ს ფლობენ.



როგორც jandacva.ge-ს სადაზღვევო კომპანია არდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ განუცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში, „ომიკრონის“ ფართო გავრცელებისა და ამავდროულად, მისი მსუბუქი მიმდინარეობის გამო, ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება, რაც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება. ეს კი ჯანდაცვის პირველადი რგოლისთვის გაუსაძლისი იქნება.



ჯაფარიძის თქმით, პრობლემა ჯერ კიდევ მაშინ წარმოიშვა, როცა დღიურად 4-5 ათასი ახალი შემთხვევა იყო. დღეს კი, მისი განცხადებით, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია. ამას ემატება ის, რომ პაციენტები, ხშირ შემთხვევაში, არ ითვალისწინებენ არსებულ მდგომარეობას და ექიმებისგან ოპერატიულ და ხარისხიან მომსახურებას მოითხოვენ, ასევე ხშირად აკრიტიკებენ და არაკორექტულად მოიხსენიებენ მათ იმ დროს, როდესაც ოჯახის ექიმები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, საკუთარი შვებულებისა და ოჯახის წევრებთან ყოფნის ხარჯზე ემსახურებიან ერთდროულად უამრავ ადამიანს.




მიხეილ ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ ოჯახის ექიმებზე დატვირთვა არ შემცირდება, დღიურად 15-20 ათასი ინფიცირების შემთხვევაში, ისინი ფიზიკურად ვერ შეძლებენ მუშაობას და ეს რგოლი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.



დატვირთვის შემცირების გზა კი, ჯაფარიძის თქმით, ორია: პირველი – არა კოვიდპაციენტებისთვის გეგმიური და პროფილაქტიური მომსახურების გადავადება, თუმცა ამას მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი შეიძლება ჰქონდეს, და მეორე – კოვიდპაციენტების მართვის პროტოკოლის შემსუბუქება, რასაც ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობა შესაძლებელს ხდის. თუმცა, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ცვლილებები სამედიცინო ხასიათისაა და ამიტომ ისინი ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.



„როდესაც დაზღვეულს სურს პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება, მას უნდა შეეთავაზოს, რომ გადადოს ამის გაკეთება, რათა ექიმმა დრო სხვა, უფრო მძიმე შემთხვევების მართვას მოახმაროს. გარდა ამისა, ახლა იმდენად რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რომ აუცილებლობის გარეშე, პროფილაქტიკური მიზნებისთვის კლინიკაში ვიზიტი საფრთხეებთანაა დაკავშირებული და შესაძლოა, პროფილაქტიკურ კვლევებზე მისული ადამიანი კოვიდპაციენტი გახდეს. გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს კოვიდპაციენტების ბინაზე მართვის პროტოკოლი და შემსუბუქდეს ის, ცხადია, სამედიცინო კრიტერიუმების საფუძველზე. მაგალითად, შესაძლოა ამოღებულ იქნას გარკვეული ანალიზები ინფიცირების პერიოდში, შემცირდეს ზარების სიხშირე და ა.შ. თუმცა ეს მთლიანად სპეციალისტების და ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტია, რადგან ეს სამედიცინო სფეროა. თუმცა ფაქტია, რომ ცვლილებები აუცილებელია, რადგან ექიმების რესურსი ფიზიკურად ვერ გაიზრდება, რეზიდენტებს ხომ არ მოვიყვანთ ოჯახის ექიმებად?“, – აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.



მისივე თქმით, კოვიდპანდემიამ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის სისუსტე გამოავლინა, რომლის შესახებაც სადაზღვევო სექტორი დიდი ხანია საუბრობს. თავად სადაზღვევო სექტორში, მისივე განცხადებით, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი საკმაოდ განვითარებულია, თუმცა ახლა, როდესაც მათზე უპრეცედენტო ზეწოლაა, ამ დატვირთვის შემსუბუქების გზები უნდა მოიძებნოს.



არდის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ახლა ქვეყანაში ისეთი პერიოდი დგას, როდესაც ადამიანებმა პასუხისმგებლობა თავადაც უნდა გაიაზრონ, მხოლოდ მედპერსონალისგან არ უნდა მოითხოვონ პასუხისმგებლობა და თავადაც უნდა გამოიჩინონ მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რათა, არააუცილებელი და პროფილაქტიკური კვლევებისთვის არ მოაცდინონ ოჯახის ექიმები, რომლებიც უკვე შეუძლებელს აკეთებენ.



სადაზღვევო ასოაციაციის პრეზიდენტის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, თუ შეიცვლება გაიდლაინი და მსუბუქი პაციენტებთან ოჯახის ექიმების მხრიდან ზარის განხორციელების რაოდენობა შემცირდება, ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზოგოს ოჯახის ექიმების რესურსი.ხოლო თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა გაგრძელდა, მისივე თქმით, უკვე შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს რეგულაციის მიღება, რომელიც ამბულატორიულ, არააუცილებელ სერვისებს ქვეყანაში დროებით შეაჩერებს. დევი ხეჩინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს არა მხოლოდ რეკომენდაციის, არამედ ვალდებულების სახით.



როგორია სამინისტროს პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით და შეიცვლება თუ არა მსუბუქი პაციენტების მართის გაიდლანი – ჯერჯერობით უცნობია.

jandacva.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up