მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ

მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ

access_time2019-11-19 14:10:33

„უნდა შევჯერდეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გასაწევ სერვისებზე კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.


ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო რეგულაციებს გარკვეული მიზნებით იღებს, ხშირ შემთხვევაში, ეს არის მომხმარებლებისა და მოქალაქეების უფლებების დაცვა.


„რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენს, მისი მიზანია, ამ პროცესში ისეთი შუალედის პოვნაში დაეხმაროს ბიზნესსა და სახელმწიფოს, რომ ერთდროულად დაცული იყოს მომხმარებლებისა და მოქალაქეების უფლებაც და ამასთანავე, არ დაზარალდეს ბიზნესის კანონიერი ინტერესები. ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა კლინიკებთან, რომელიც, ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ასეთი შეხვედრა რეალურად დღესაც და ხვალაც შედგება დამატებით, რათა შევჯერდეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.


როგორც მან აღნიშნა, საკითხზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.



„ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ დაბალანსებული შუალედი, რომ, ცხადია, ხარისხი არ უნდა დაეცეს და ასევე, არ უნდა მოხდეს ბიზნესის ეფექტიანობის შემცირება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.


კლინიკების ხელმძღვანელები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილს გუშინ შეხვდნენ. 11 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების გადავადებას ითხოვდა. მათი შეფასებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.


ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას. ცვლილებები უკვე შეეხო კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას.


1TV.GE






დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up