მიხეილ დაუშვილი – „ჩვენი საუბრის თემა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესგარემოზე ზრუნვა და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა“

მიხეილ დაუშვილი – „ჩვენი საუბრის თემა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესგარემოზე ზრუნვა და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა“

access_time2020-10-22 22:30:24

„ჩვენი საუბრის თემა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესგარემოზე ზრუნვა და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა, ვინაიდან ძლიერი ბიზნესი ძლიერი ეკონომიკის და დასაქმების ზრდის აუცილებელი პირობაა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ბიზნესის განვითარების საფუძვლები არის საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და სახელმწიფოს და ბიზნესის ეფექტიანი თანამშრომლობა“  – განაცხადა ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრის მიხეილ დაუშვილმა თელავში, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ჩვენ, მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწარმეობაში , ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მოქმდი მეწარმეები არიან, საქართველო ვაქციოთ შესაძლებლობების სივრცედ და შესაძლებლობების ეკონომიკად. როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს და ბიზნესის ეფექტიან თანამშრომლობაზე, განვიხილავთ სახელმწიფოს, როგორც სერვისის ეფექტიან მიმწოდებელს.



რა თქმა უნდა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა სასამართლო სისტემაში, თუმცა ვაცნობიერებთ სრულად, რომ დღეისათვის კომერციული დავების განხილვის სისწრაფე და ხარისხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება, შესაბამისად, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომ ბიზნესს შეეძლოს სწრაფად და ეფექტიანად ხარისხიანი სასამართლო სერვისი მიიღოს და რა თქმა უნდა ამის პარალელურად, ჩვენ ხელს შევუწყობთ კომერციული დავების განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს - არბიტრაჟს, მედიაციას და ამის შედეგი იქნება ის, რომ ჩვენს კერძო სექტორს საშუალება ექნება და კომპანიები შეძლებენ თავიანთი დავები და კომერციული საკითხები გადაწყვიტონ სწრაფად და ეფექტიანად.



თავისთავად ცხადია, გლობალური კონკურენტუნარიანობის პირობებში, საქართველოს უპირატესობა შეიძლება და უნდა იყოს აუცილებლად სისწრაფე და ეფექტიანი ადმინისტრირება, ეფექტიანი ბიუროკრატია და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, რეფორმების უმთავრესი მიზანი იქნება, რომ ადმინისტრირება გახდეს სწრაფი და ეფექტიანი და თითოეულ მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს საშუალება ჰქონდეს სახელმწიფოსგან სერვისები მიიღოს სწრაფად და ხარისხიანად. მაგალითად, აიღოს მშენებლობის ნებართვა, მოიპოვოს ლიცენზია და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, უნდა შევეხოთ რეგულაციებს - შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ახალი რეგულაციების შემოღებაში კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული კერძო სექტორი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კერძო სექტორის გამოწვევები იმისათვის, რომ მათ არ შევუქმნათ დისქომფორტი თავიანთი საქმის კეთებაში და თითოეული რეგულაციის შემოღება დაეფუძნოს სიღრმისეულ ანალიზს თუ რა გავლენა ექნება ამა თუ იმ ახალ რეგულაციას ბიზნესის კეთებაზე.



ამ კუთხით შეგვიძლია გითხრათ, რომ რეგულირების შეფასების ზეგავლენის მექანიზმი გაფართოვდება და შეეხება ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიზნესის კეთებასთან. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება მეწარმეობის ხელშეწყობა. ცალსახად უნდა ავღნიშნოთ, როდესაც ბიზნეს გარემოზე ვსაუბრობთ, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური პანდემიის პირობებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ძალიან მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტები მიიღო ეკონომიკურად და ბიზნესის კეთების კუთხით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წელს, რამდენიმე და არაერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შევთავაზეთ კერძო სექტორს იმისათვის, რომ სწრაფად დაეძლიათ პანდემიის ნეგატიური შედეგები, თუმცა ასევე ვაცნობიერებთ, რომ პანდემია არსად არ წასულა და ჩვენ გვჭირდება ვმართოთ კოვიდი ეფექტურად და ასევე შევიმუშავებთ იმ მხარდამჭერ ინსტრუმენტებს ბიზნესისთვის, ყველაზე დაზარალებული სექტორებისთვის, რათა მათ დროულად შეძლონ აღდგენა და შექმნან მეტი სამუშაო ადგილი ჩვენს ეკონომიკაში.



თავისთავად ცხადია, რომ ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდება მეწარმეობის მხარდაჭერაზე და ხელშეწყობაზე. აქ შეუძლებელია არ აღვნიშნოთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ -ეს არის პროგრამა, რომელმაც მცირე და საშუალო ბიზნესს მისცა ძალიან დიდი სტიმული და ბიძგი იმისათვის, რომ დაეწყოთ ახალი ბიზნეს- პროექტები, შეექმნათ სამუშაო ადგილები და შეექმნათ პროდუქტი, რომელიც გაიყიდებოდა საერთაშორისო ბაზრებზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ჩვენი შემდეგი წლის გეგმები ძალიან ამბიციურია და ვგეგმავთ, რომ კონკრეტული ინსტრუმენტების განხორციელების შედეგად, როგორიც არის პროგრამის გავრცელება 200-ზე მეტ ეკონომიკური საქმიანობის სფეროზე, ამასთანავე მიკროგრანტების პროგრამის ამოქმედება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ აწარმოე საქართველოს პროგრამის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკაში განხორციელდება ორ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და ამასთანაცე შეიქმნება სულ მცირე 60 000 ახალი სამუშაო ადგილი.



„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კვლავ პრიორიტეტად დარჩება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. როდესაც ვსაუბრობთ „აწარმოე საქართველოზე“ , კიდევ ერთხელ, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და თუნდაც აი აქ , სტუმრებში, არაერთ ადამიანს ვხედავ, რომელმაც როგორც „აწარმოე საქართველოს“, ასევე სოფლის მეურნეობის არაერთი პროგრამით ისარგებლა და ამ ადამიანებმა შექმნეს ახალი პროდუქტი, განთავსების ადგილები, დაასაქმეს ადამიანები და ჩვენი ქვეყანა გახადეს უფრო კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე და რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ წარმოებაზე , აქ, პირველი აქცენტი არის ის, რომ ჩვენ, ჩვენი შექმნილი პროდუქტი გავიტანოთ საერთაშორისო ბაზრებზე- პირველ რიგში ევროკავშირში და ვიდეორგოლშიც კარგად ჩანდა თუ რამხელა შედეგებს მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით.




აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ მიზანი იქნება სრულად ავითვისოთ ევროკავშირთან და ჩინეთთან, ასევე სხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ამასთანავე, დავიწყოთ ამ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენს მეწარმეებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქტი, თავიანთი სერვისი გაყიდონ მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე ყოველგვარი დამატებითი ბარიერების გარეშე და აკეთონ მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე თავიანთი კომერციული საქმიანობა.



ამასთანავე , აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის ხელშეწყობის ფარგლებში დაინერგება კონკრეტული ინსტრუმენტები - ბრენდინგის , მარკეტინგის ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. მეწარმეობის ხელშეწყობის მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს ბიზნესს დავეხმაროთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, ამისთვის თითოეულ რეგიონში შეიქმნება პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრები, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეს შეეძლება ისწავლოს ის პროფესია, რომელიც მისთვის ყველაზე საინტერესოა , დასაქმდეს და დასაქმდეს საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში და რა თქმა უნდა შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პირობები თავის ოჯახს.



ნებისმიერ შემთხვევაში, განვითარება შეუძლებელია რეფორმების გარეშე . ბოლო წლებში უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ბიზნესის მხარდასაჭერად , თუმცა ვხვდებით, რომ ეს არის უწყვეტი პროცესი და რა თქმა უნდა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს.



როდესაც რეფორმებზე ვსაუბრობთ, ცალსახად გვესმის, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის საგადასახადო რეფორმა . უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმა მოგების გადასახადის ესტონური მოდელით დაბეგვრის კუთხით, რომელმაც ბიზნესს საშუალება მისცა, რომ რეინვესტირება განეხორციელებინა ასობით მილიონი ლარის რესურსის, თუმცა ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის ამოქმედება, რაც ნიშნავს იმას , რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ბიზნესს საშუალება ექნება დაიტოვოს, ასე ვთქვათ დაუბრუნდეს სულ მცირე 2 მილიარდი ლარის რესურსი.



ეს ნიშნავსს, რომ ჩვენი მეწარმეები თავიანთ საწარმოო სიმძლავრეებს გაზრდიან, მეტ ადამიანს დაასაქმებენ და ეს ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის . ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საგადასახადო სისტემაში ვხედავთ დავების განხილვის მიმართულებით და ამ მხრივ ჩვენ ვგეგმავთ ძირეულ რეფორმას იმისათვის, რომ დავების განხილვის ეფექტიანობა გაიზარდოს და რა თქმა უნდა ხანგძლივობა შემცირდეს იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს უფრო განჭვრეტადი ხედვა , თუ რა ხდება კონკრეტულად, მის საქმიანობასთან დაკავშირებით.



ნებისმიერ შემთხვევაში ბიზნესის განვითარება შეუძლებელია ქონებაზე და სხვადასხვა რესურსებზე წვდომის გარეშე და ჩვენ ვგეგმავთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში სახელმწიფომ თავისი აქტივი - მიწა , ქონება და სხვა აქტივი, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად მონაწილეობს ეკონომიკურ ბრუნვაში, უნდა განხორციელდეს ასობით მილიონი ლარის ეკონომიკური აქტივის ჩაშვება მოქმედ ეკონომიკაში და ბიზნესში. ეს ნიშნავს იმას, რომ განხორციელდება ასობით ახალი ბიზნესპროექტი და დასაქმდება ათასობით ადამიანი. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ ახლო ვადებში განხორციელდება და ოპტიმიზირდება წიაღის ლიცენზირების სისტემა, გაიცემა 4 ათასზე მეტი ახალი ლიცენზია, რაც ნიშნავს იმას , რომ დასაქმდება სულ მცირე 10 000 ადამიანი, შეიქმნება 10 000 ახალი სამუშაო ადგილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სერიოზულ ბიძგს მისცემს მცირე , საშუალო და მსხვილ ბიზნესს დამატებითი პროექტების განხორციელებისთვის.



რა თქმა უნდა თანამედროვე გამოწვევების, გლობალური გამოწვევების ფონზე ინოვაციებს და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და ამ კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი საქმე გაკეთდა - დაფინანსდა არაერთი პროექტი და ამ პროექტებმა, ადამიანებმა შეძლეს მოეზიდათ ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია.



ჩვენ გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ამიტომ რა თქმა უნდა, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება გაგრძელდება როგორც მიკროგრანტების, ასევე სპეციალისტების გადამზადების, კონკრეტულად 3 ათასი ,,აი ტი“ სპეციალისტის გადამზადებით.



მიკროგრანტების ოდენობა, რომელიც დღეს არის 15, 100, 650 ათასიანი გრანტები, ესენი შენარჩუნდება და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ახალი ინოვაციური იდეების რეალიზებას იმისათვის, რომ მაგალითად, ახლა სტუმრებში ვხედავ 12 წლის ათუნა თათრიშვილს, რომელიც დღეს სახლიდან გაუსვლელად მუშაობს და აკეტებს პროექტებს, ფიქრობს განვითარებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ ათუნას მსგავსი ახალგაზრდებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობების ქვეყნად და მივცეთ თავიანთი იდეების და თავიანთი შრომის ღირსეულად რეალიზების პირობა.



ჩვენი ამოცანაა, რომ პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტები სწრაფად აღმოვფხვრათ და ეკონომიკა გავზარდოთ სწრაფად, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის - გავზარდოთ წარმოება ევროკავშიროს ბაზრისთვის და ზოგადად მსოფლიოს უდიდესი ბაზრებისთვის . ამასთანავე, ჩვენი მეწარმეები გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშოროსო ბაზრებზე და თავისთავად ცხადია გავზარდოთ კერძო სექტორში დასაქმება, რაც რა თქმა უნდა ნიშნავს მეტ კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრების პირობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.








„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

"არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის" - ვაკის საცურაო აუზი

access_time2020-12-01 12:00:15
„არც ველოდით აუზების დახურვას, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ წყლით კორონავირუსი არ გადადის. ეს ყველაფერი არ ყოფილა ჩვენთან გავლილი და კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა,“ - საცურაო აუზების კიდევ ორი თვით დახურვის შესაძლო შედეგებსა და მიზანშეწონილობაზე „კომერსანტს“ "ვაკის საცურაო აუზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...


მსგავსი სიახლეები

up