მიხეილ დაუშვილი: აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტზე პარლამენტს შენიშვნები გავუგზავნეთ

მიხეილ დაუშვილი: აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტზე პარლამენტს შენიშვნები გავუგზავნეთ

access_time2019-12-10 18:14:22

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის შესახებ პარლამენტში დარეგისტირებულ საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტს გაუგზავნა.


მიხეილ დაუშვილის განცხადებით წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას ახდენს, როგორც რეკლამის დამკვეთებზე ასევე აღნიშნული რეკლამის განმათავსებელ სუბიექტებზეც.
„აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის შეზღუდვის შესახებ პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონ პროექტებთან დაკავშირებით თამაშობების მომწყობ კომპანიებთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე (რეკლამის დამკვეთებზე), არამედ რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს.საქართველოს პარლამენტში უკვე გაგზავნილი გვაქვს ბიზნესთან ერთობლივი კონსულტაციებით შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები.“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.




ჟურნალისტების კითხვაზე - როგორ აფასებს ბიზნესომბუდსმენი “ევროპაბეთის“ დაანონსებულ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“, მიხეილ დაუშვილმა განმარტა, რომ ეს სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია.



„რაც შეეხება “ევროპაბეთის“ დაანონსებულ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“, ეს არის მსხვილი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითი, რაც მისასლმებელია“ - განაცხადა დაუშვილმა.




საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს
access_time2020-01-29 12:05:55
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში გამოვლენილ ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. საპასუხოდ, გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის...

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება
access_time2020-01-29 12:30:33
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა ძირითადად რა სახის საქონლის იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში. „საქსტატის“ მიერ...

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა
access_time2020-01-29 11:15:37
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29...

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ
access_time2020-01-29 10:00:53
2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაშია შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.თეთრ ხალათიანები სამედიცნო სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ფირქობენ და ამიტომ ისინი პაციენტების ნაცვლად ამჯერად დეპუტატებს...

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და  მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“
access_time2020-01-29 10:45:58
„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ენერგეტიკის...


მსგავსი სიახლეები

up