მიხეილ დაუშვილი - აპარატის კოორდინაციით,  კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები ჩვენი მოქალაქეების კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება

მიხეილ დაუშვილი - აპარატის კოორდინაციით, კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები ჩვენი მოქალაქეების კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება

access_time2020-03-18 17:43:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ინფორმაცია კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ერთად მოიყრის თავს და კოორდინირებულად, საჭიროებების შესაბამისად განხორციელდება.



უკვე შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც შეგროვდება კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი სხვადასხვა რესურსის და მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის კოორდინაციით, კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები, კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება.




დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ ბიზნესთან, დისტანციური პირობებით ორგანიზებულ შეხვედრაზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, განიხილეს ამ დროისთვის კერძო სექტორის მხრიდან სოლიდარული აქტივობებისთვის გამოყოფილი რესურსები და ის საჭიროებები, რომელთა მოგვარებაშიც აღნიშნული კომპანიები ჩაერთვებიან.



„ვესაუბრეთ კომპანიებს, რომლებმაც გამოხატეს მზაობა, დადგნენ სახელმწიფოს და მოქალაქეების გვერდით კორონავირუსთან ბრძოლაში. მსურს, სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე 30-ზე მეტმა კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი იმ სფეროების მიხედვით, სადაც მოღვაწეობენ, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, მზად არიან, მხარდაჭერა აღმოუჩინონ ჩვენ თანამოქალაქეებს. ეს არის სახელმწიფოს და ბიზნესის ეფექტიანი ურთიერთობის მაგალითი. გვჯერა, რომ ყველა ასეთ გამოწვევასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია, სახელმწიფო, ბიზნესი და მოქალაქე იდგეს ერთად. ჩვენ, სამინისტროებთან ერთად, გავაკეთებთ ყველა იმ საჭიროების იდენტიფიცირებას, რომელიც დღეს არსებობს და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით ბიზნესს, რის შედეგადაც, კომპანიებს, გამოყოფილი რესურსების ფარგლებში, ექნებათ შესაძლებლობა, სოლიდარული ინიციატივები ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს მოარგონ. კომპანიები მზად არიან, ჩაერთონ პროცესში დეფიციტური სამედიცინო პროდუქტების მიწოდების კუთხით, ასევე, პროდუქცია მიაწოდონ და გვერდში დაუდგნენ იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც კორონავირუსის წინაშე მოწყვლადები არიან. ასევე, არაერთი ბიზნესია მზად, ფინანსური რესურსი გამოყოს კორონავირუსთან ბრძოლაში," - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up