მთავარი ტკივილი, რაც ბიზნესს გააჩნდა ასახულია ანტიკრიზისულ გეგმაში, - განაცხადა გადაცემა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.
მისი განცახდებით, რეალურად კრიზისის პერიოდში ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ საქმე გვაქვს პანდემიასთან, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო გამოწვევა.
რა თქმა უნდა, როგორც ანტიკრიზისულ გეგმაში მოხდა ბიზნესის წინადადებების გათვალისწინება, ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზისულ გეგმაშიც მნიშვნელოვნად იქნება გათვალისწინებული ჩვენი ბიზნესსუბიექტების, იმ პირების წინადადებები, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის ეკონომიკა და რომლებიც ქმნიან ამ ქვეყნის ეკონომიკას და დოვლათს,-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით პანდემიის პირობებში ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკის სფეროების მხარდასაჭერად მთლიანიბაში გამოყოფილია 3 500 000 000 ლარი, საიდანაც ეკონომიკურ ზრდისა და მეწარმეების მხარდაჭერისთვის 2 110 000 ლარი გათვალისწინებული.
Imedinews