მიხეილ ჩხენკელი: „ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე, ჩვენი გუნდის  პრიორიტეტი მეცნიერებასა და სამეცნიერო-კვლევით პროცესზე ზრუნვა იქნება

მიხეილ ჩხენკელი: „ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე, ჩვენი გუნდის პრიორიტეტი მეცნიერებასა და სამეცნიერო-კვლევით პროცესზე ზრუნვა იქნება "

access_time2020-10-24 16:56:36

"ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე, შესაბამისად, მეცნიერებასა და სამეცნიერო-კვლევით პროცესზე ზრუნვა იქნება ჩვენი გუნდის ცალსახა პრიორიტეტი" - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციაზე.


მინისტრმა საზოგადოებას მეცნიერების განვითარების მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო.


მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს. ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრატანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე სამეცნიერო კვლევით პროცესს ონკოლოგიაში, ბირთვულ და სამედიცინო ფიზიკაში.



„ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე, შესაბამისად, მეცნიერებასა და სამეცნიერო-კვლევით პროცესზე ზრუნვა იქნება ჩვენი გუნდის ცალსახა პრიორიტეტი.


საგრძნობლად გაიზრდება მეცნიერების დაფინანსება. ეს შეეხება როგორც საგრანტო კონკურსებს, ასევე, კვლევითი პროცესების ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანია ჩვენი ქართული სათვისტომოს ჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროცესში. ძალიან დიდი პოტენციალია საზღვარგარეთ ქართველი მეცნიერების სახით. ისინი უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ისევე როგორც წამყვანი უცხოელი პროფესორები, მეცნიერები აქტიურად იქნებიან ჩართული კვლევებში ქართველ მეცნიერებთან ერთად" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


მისი თქმით, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა გამოყენებითი მეცნიერების კომერციალიზაციას. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, აქ მნიშვნელოვანია, მეცნიერება დაუკავშირდეს ეკონომიკას, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის მნიშნელოვანი ეფექტი, რომელსაც მეცნიერება იძლევა.


„როდესაც ჩვენ მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, მინდა გასაკუთრებით გამოვყო ამ მიმართულების მთავარი მეგაპროექტი, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში განხორციელდება. ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც იფუნქციონირებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე. ადრონული თერაპიის ცენტრში ჩვენ გვექნება ორი ციკლოტრონი, რომელთა აწყობა უკვე დაწყებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში – IBA. ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია „ქართუ" ფონდის მიერ. პირველი ციკლტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრატანამედროვე მეთოდებით – ეს გახლავთ პროტონული თერაპია, რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის. ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო კვლევით პროცესს ონკოლოგიაში, ბირთვულ და სამედიცინო ფიზიკაში. მე პირადად შევხვდი მსფოლიოს წამყვან მეცნიერებს, ამ მიმართულებების წარმომადგნელებს და მათ დიდი ენთუზიაზმი და მზაობა გამოხატეს, რომ ჩამოვიდნენ ქუთაისში და ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ კვლევითი პროცესი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ადრონული თერაპიის ცენტრმა საქართველო მონიშნა მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით რუკაზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი განათლებული და წარმატებული საქართველოსთვის!" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up