მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი  ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის

მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის

access_time2020-10-24 18:30:59

„ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში, მინდა საზოგადოებას მივულოცო ისტორიული მოვლენა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი" - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.


მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის.

საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, რომელმაც გუნდის სხვა წევრებთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გააცნო.



„დღეს ჩვენ წარვადგენთ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პროგრამას ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებებზე - ეს გახლავთ განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა.


სიმბოლურია, რომ პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში იმართება. ეს არის უმაღლესი, მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერისტეტი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის იდეისა და განვითარების კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც მხოლოდ ქუთაისის უნივერსიტეტში ერთ მილიარდ ევროს შეადგენს, ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს უმაღლესი კლასის უნივერისტეტი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო, რომ აკადემიური პროგრამები შექმნილია მიუნხენის ტექნიკური უნივერისტეტის აკადემიური პროგრამების ბაზაზე. ყოვეწლიურად უნივერსიტეტში გამოჩნდება ახალი მიმართულებები, ახალი აკადემიური პროგრამები, მაგრამ ფილოსოფია იქნება შენარჩუნებული, ანუ ყოველი ახალი პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერისტეტის აკადემიურ პროგრამაზე.


ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. ეს არის გარანტია იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე.


ეს უნივერსიტეტი არის ბრწყინვალე საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის." - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up