მიხეილ ჩხენკელი: „მასწავლებლები თანამედროვეობის გმირები არიან, ქედს ვიხრი მათ წინაშე

მიხეილ ჩხენკელი: „მასწავლებლები თანამედროვეობის გმირები არიან, ქედს ვიხრი მათ წინაშე"

access_time2020-10-24 17:30:03

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.


მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პედაგოგების როლი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში და მასწავლებელებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის.


„როგორც იცით, განათლების რეფორმა, ზოგადი განათლების მიმართულებით, სკოლების მიმართულებით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სკოლისთვის მთავარი პიროვნება მასწავლებელია. შესაბამისად, მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა - ეს იქნება ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტული მიმართულება. აქ იგულისხმება მასწავლებლების ხელფასების ზრდა, რაც უკვე დაწყებულია და გაგრძელდება. მაგრამ, ხელფასები მხოლოდ ერთი ნაწილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიაზარდოს მასწავლებლის როლი საზოგადოებაში და ეს პროფესია იყოს ჭეშმარიტად დაფასებული.



როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ტალღაა ახალგაზრდების, რომელთაც აქვთ დიდი სურვილი, გახდნენ მასწავლებლები. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებლის პრესტიჟი საზოგადოებაში იზრდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებეთ, იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდეს.


განათლების რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება მომავლის სკოლა - ხვალინდელი სკოლა იქნება ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს და თითოეულ მოსწავლეზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის განსაკუთრებული მზრუნველობა, რომელსაც გამოიჩენს სკოლა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.


განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი მასწავლებლების და სკოლის ხელმძღვანელების უდიდესო როლი პანდემიის პერიოდში გამოწვევების თვალსაზრისით, ის მაღალი შეფასებები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს და დააფიქსირეს ჩვენი განათლების სისტემის მიმართ, პირველ რიგში ჩვენი მასწავლებლების დამსახურებაა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ ამ გმირობისთვის. ისინი ჭეშმარიტად თანამედროვეობის გმირები არიანქედს ვიხრი მათ წინაშე" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...


მსგავსი სიახლეები

up