მიხეილ ჭკუასელი: სათამაშო ბიზნესში ვერასოდეს ვიქნებოდი

მიხეილ ჭკუასელი: სათამაშო ბიზნესში ვერასოდეს ვიქნებოდი

access_time2016-02-20 18:03:56

ბიზნესმენი,  ჩაი “გურიელის” მწარმოებელი კომპანია “გეოპლანტის” დირექტორი მიხეილ ჭკუასელი Caucasus Business Week–თან საკუთარი ცხოვრების პრინციპებზე, ყველაზე საინტერესო გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს   

 

განათლებით მაკროეკონომიკის სპეციალისტი ვარ.


სამსახური ადვილად დავიწყე, თუმცა, სპეციალობით არ ვმუშაობდი. მახსოვს, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. საღამოს დასწრებულზე ჩავაბარე, დღე ვმუშაობდი და საღამოს ვსწავლობდი.


პირველი ხელფასი 65 მანეთი იყო. იმ დროისთვის და იმ ასაკისთვის, ეს საკმაოდ მისაღები შემოსავალი იყო. მაშინ არ მყავდა სარჩენი ოჯახი, ამიტომ საკმარისი იყო. უკვე შემდგომ წლებში ხელფასი 250 მანეთამდეც კი ავიდა.

 

ბიზნესი პირველად რომ დავიწყე, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. სვიტერების ბიზნესი იყო. ვყიდულობდით და ვყიდდით.


შემდეგ იყო ჩაის ბიზნესი, თუმცა, ამ სფეროში ჩემი სურვილით არ ჩავბმულვარ. ჩემმა აქციონერებმა გადაწყვიტეს ეს სფერო, მკითხეს, საინტერესო იქნებოდა თუ არა ჩემთვის ეს საქმე.



ჩაის დალევა მიყვარს და ვსვამ, რა თქმა უნდა, გურიელს.


– სამსახურში ყოველთვის დილით, 9-10 საათზე მივდივარ.


სამსახურში მისვლისას პირველ რიგში დღის გეგმას ვადგენ, შემდეგ ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებ.


სფერო, სადაც ვერასოდეს ვიმუშავებდი, არის სათამაშო ბიზნესი. არ მიზიდავს ეს მიმართულება და არ მომწონს.


კარიერისთვის ადამიანი ყველაფერზე არ უნდა წავიდეს. როგორც იტყვიან ხოლმე, სინდის-ნამუსის ძარღვი არ უნდა გაიწყვიტოს.

 

– ჟურნალისტებთან ურთიერთობა მიყვარს  და 24 საათი მათთან ვურთიერთობ. რატომ? იმიტომ, რომ სახლში ჟურნალისტი მეუღლე მყავს.


მოგზაურობა  მიყვარს. არ არის ქვეყანა, სადაც ვერ ვიცხოვრებდი. თუნდაც იტალიაში, სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაშიც კი. იაპონიაშიც კი ვიცხოვრებდი. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.


საყვარელი კერძის გამოყოფა არ შემიძლია.


საყვარელი სპორტის სახეობა ფეხბურთია.


– საყვარელი  გუნდი ტურინის იუვენტუსი.




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up