მიხეილ ჭკუასელი: მაღაზიები ქართული პროდუქტის თაროზე განთავსებაში ფულს არ უნდა ითხოვდნენ

მიხეილ ჭკუასელი: მაღაზიები ქართული პროდუქტის თაროზე განთავსებაში ფულს არ უნდა ითხოვდნენ

access_time2018-03-19 10:30:15

ქართული წარმოების გზა იდეიდან წარმატებამდე, რჩევები ცნობილი ქართული ბრენდის დამფუძნებლისგან და შესაძლებლობები კომპანიისგან, რომლის მიზანი საქართველოში წარმოებული პროდუქციის მხარდაჭერაა.

 

 „გურიელის“ დამფუძნებელი მიხეილ ჭკუასელი ამბობს, რომ ხარისხიანი პროდუქტის წარმოებისთვის აუცილებელია ღია და თავისუფალი კონკურენტული გარემო.


 „გურიელი დაიბადა იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა. რომ არა  უმკაცრესი კონკურენცია სხვა ბრენდებთან მაგ: „გრინფილდთან“, „ალთჰაუსთან“, „ახმადთან“  გურიელი არ იქნებოდა ის რაც დღეს არის. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ხარისხის  და შეფუთვის თვალსაზრისით ტოლს არ ვუდებთ არცერთ  ბრენდს. ხშირ შემთხვევაში ჩვენი გარკვეული პროდუქტები ბევრად უფრო უკეთსია თავის ხარისხობრივი შემადგენლობით .ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგი და ხარისხიანი პროდუქტების წარმოება როგორც გემოვნური თვისებებით ასევე შეფუთვის თვალსაზრისით. რაც ყველაზე მნიშვენლოვანია ჩვენი პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა“,- განცხადა მიხეილ ჭკუასელმა.


ჭკუასელმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში „გურიელის“ წარმატების მიზეზებზეც ისაუბრა. გურიელის დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში ყველანაირი კლიმატური ზონა არსებობს, რაც ხელს უწყობს საქმიანობაში. მისი თქმით, წარმატების მისაღწევად აუცილებელი მიზნისკენ სწრაფვაა.



„ჩვენ ვიყავით ჩაის მწაროებელი ქვეყანა და ჩვენთან არ იყო ბრენდირებული ჩაი. დავინახეთ, რომ ბაზარზე ელოდებიან ამ ჩაის. უბრალოდ დაგვჭირდა სერიოზული მომზადაება იმისთვის, რომ მომხარებელს ამ ჩაისთვის ხელი მოეკიდა. წარამტებისთვის ყველაზე მთავარია მიზანსწრაფულობა, შენ უნდა გჯეროდეს შენი მიზნის.  როგორი ფინანსური გაჭირვებაც  უნდა გქონდეს, არავითარ შემთხვევაშია არ შეიძლება გაჩერება,  არ შეიძლება განვითარებაზე უარისს თქმა.“- განცხადა მიხეილ ჭკუასელმა.

გურიელის დამფუძნებელი ამბობს, რომ მომხარებლის ყურადღება ქართული პროდუქტის მიმართ ყოველდღიურად იზრდება. ჭკუასელის თქმით, დღეს ბაზარზე არის ისეთი ქართული პროდუქტები, რომლებმაც იმპორტული მთლიანად ჩაანაცვლა.


„ყოველდღიურად ჩვენ ვგრძნობთ, რომ უფრო მეტი ადამიანი მოტრიალდა  ქართული პროდუქტის მიმართ.  ანუ ნდობა  ქართული ბრენდების მნიშვნელოვნად იზრდება. წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა არის რადიკალურად შეცვლილი.“- განცხადა მიხეილ ჭკუასელმა.

ბიზნესმენმა ყურადღება კონკურენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ხარისხიანი პოდუქტის წარმოებას მსხვილ ბრენდებთან კურნკურენცია განაპირობებს.


„ჩვენ კონკურენციაში არ უნდა ვიყოთ მეზობელი სახელმწიფოების წარმოებულ პროდუქტებთან. კონკურენციაში უნდა შევიდეთ ისეთ ბრენდებთან, რომელებსაც  მსოფლიო აღაირება  აქვთ. ჩვენი თვითღირებულება შეიძლება იყოს ოდნავ მაღალი, მაგრამ  უნდა დავკმაყოფილდეთ მოგების იმ მარჟით რომელიც გაგვაჩნია დღეს“,- განცხადა მიხეილ ჭკუასელმა.


 „გურიელის“ დამფუძნებელი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრები დამწყებ კომპანიებს განვითარებაში ხელს უნდა უწყობდნენ.


 „დიდ სავაჭრო ცენტრებში ვნახავთ, რომ თაროებზე ქართულ პროდუქტზე მედი ადგილი უცხურ პროდუქტს აქვს დაკავებული. ჩავაყენოთ ყველა თანაბარ მგომარეობაში. სასტუმროებშიც არ არის ქართული პროდუქტისთვის სახარბიელო სიტუაცია. რამდენ სასტუმროში არის ქართული ჩაი და ქართული ყავა? იყოს სხვაც მაგარამ მომხარებელს ჰქონდეს არჩევანის უფლება.  როდესაც გვეუბნებიან , რომ მაღაზიაში შემესვლა და პროდუქტის განთავსება ფული ღირს ეს არასწორია. წინააღმდეგობა ამ თვალსაზრისით  ნამდვილად არის.“-განაცხადა მიხეილ ჭკუასელმა





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up