მიხეილ ჭკუასელი - ინფლაციის სამპროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის პოლიტიკა ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს

მიხეილ ჭკუასელი - ინფლაციის სამპროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის პოლიტიკა ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს

access_time2019-09-04 18:55:06

ინფლაციის სამპროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის პოლიტიკა ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა დღევანდელ გადაცემაში განაცხადა.


გადაცემაში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ბიზნეს სექტორისთვის მთავარ გამოწვევად ისევ ლარის კურსი რჩება. ჭკუასელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის ხვალ დაგეგმილ სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა მზარდ ინფლაციაზე ზემოქმედება მოახდინოს, რაც არაპირდაპირ ლარის კურსზეც მოახდენს გავლენას. ჭკუასელი წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას ელოდება.



„ხვალ არის ფულად-საკრედიტო კომიტეტის სხდომა და პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უნდა ველოდოთ. ეს ეროვნული ბანკის კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომ ლარის კურსზე, უფრო ზუსტად კი ინფლაციაზე ზეგავლენა მოახდინოს. დღეს კი ვამბობთ, რომ ინფლაცია 4.6 პროცენტია, საიდანაც როგორც სტატისტიკის სამსახური ანგარიშობს, 3.9 პროცენტია ინფლაცია და 0.7 პროცენტიანი ზრდა თამბაქოზე აქციზის მატებამ გამოიწვია, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ ინფლაციის დაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედი გვაქვს. კატეგორიულად არ ვეთანხმები, სამომხმარებლო კალათის არსებულ სტრუქტურას. ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის შემცველია ინფლაციის სამპროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის არსებული პოლიტიკა. ჩემი აზრით, სამპროცენტიანი მაჩვენებელი ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რბილად რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს არის სადისკუსიო თემა“, – განაცხადა ჭკუასელმა.



ამასთან, გადაცემის თანაწამყვანი ვარაუდობს, რომ თუ მონეტარული პოლიტიკა მართლაც გამკაცრდება და არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორებიც შენარჩუნდება, ლარის კურსი წლის ბოლომდე სულ მცირე 10 პროცენტით უნდა გამყარდეს.


„ვფიქრობ, რომ მოცემულ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ინფლაციაზე პირდაპირ ზეგავლენას მოვახდენთ, მაგრამ ეს გარკვეულწილად ლარის კურსზე არაპირდაპირი ზემოქმედების საშუალებაც იქნება. ყველა თეორიული გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ თუ ჩვენ არსებული ფუნდამენტური მაჩვენებლების შენარჩუნებას შევძლებთ და მონეტარულ პოლიტიკას გავამკაცრებთ, მაშინ ლარის კურსი მიმდინარე წლის ბოლომდე როგორც მინიმუმ 10 პროცენტით უნდა გამყარდეს“, – განმარტა მიხეილ ჭკუასელმა.


1tv






ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up