მიხეილ ბატიაშვილი - უნივერსიტეტები დაფინანსების საბაზისო მოდელზე გადავლენ

მიხეილ ბატიაშვილი - უნივერსიტეტები დაფინანსების საბაზისო მოდელზე გადავლენ

access_time2018-12-27 10:05:08

უნივერსიტეტები დაფინანსების საბაზისო მოდელზე გადავლენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მინისტრმა განაცხადა, კონკრეტულად როგორ მოხდება უნივერსიტეტებისთვის საბაზისო ფინანსების განსაზღვრა, მომავალი წლის იანვარში გახდება ცნობილი.


„ამის შემუშავებაში ჩართული იყვნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები. მოდელზე მუშაობა დასრულებულია და ის 2020 წლიდან დაიწყებს მუშაობას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება უნივერსიტეტებთან მუშაობა, რადგან ასე ხელაღებით ცვლილების შემოღება, რომელმაც გარკვეული ძვრები შეიძლება გამოიწვიოს, არ შეიძლება. იქნება შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელი, რადგან უნივერსიტეტებს საკმაოდ ეფექტური ფინანსური დახმარება სჭირდებათ. ეს იქნება სრულიად ახალი და განსხვავებული დაფინანსების მოდელი.
შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსება გულისხმობს მეცნიერების განვითარებას, მეტი პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, ანუ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობას“,-
განაცხადა განათლების მინისტრმა.



კითხვაზე, ხომ არ იგეგმება, რომ შედგეს უნივერსიტეტების სარეიტინგო სია და ამის მიხედვით განისაზღვროს სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ფინანსების ოდენობა, მიხეილ ბატიაშვილი პასუხობს, რომ თვითონ სამინისტრო ასეთ სიას არ შექმნის, თუმცა მსგავს რეიტინგებს აქვეყნებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც მიღებულია.


„დღეს საქართველოში უნივერსიტეტების რეიტინგი არ არსებობს, ამიტომ რთულია ამაზე საუბარი.


თუმცა რაღაც წილად ის კომპონენტები, რასაც ჩვენ განვსაზღვრავთ, როგორი ფინანსური წყაროები მივცეთ უნივერსიტეტებს, ნაწილობრივ ამ როლს შეასრულებს, მაგრამ ამას ვერ დავარქმევთ სარეიტინგო სიას.


ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო იყოს არამხოლოდ ფინანსური წყაროს მიმწოდებელი უნივერსიტეტისთვის, არამედ იყოს იმ პოლიტიკის განმსაზღვრელი, რომელიც გრძელვადიანად შედეგზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.






მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up