მიხეილ ბატიაშვილი - სკოლების ინფრასტრუქტურის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობას სულ მცირე შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება

მიხეილ ბატიაშვილი - სკოლების ინფრასტრუქტურის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობას სულ მცირე შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება

access_time2019-04-24 09:45:27

საქართველოს მასშტაბით სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტზე რომ ავიდეს, სულ მცირე გათვლებით შვიდი მილიარდი ლარია საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა. გადაცემის მთავარი თემა განათლება და ამ სფეორში არსებული პრობლემები იყო.


„წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები არის ყველა მიმართულებით. მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტებამდე რომ მივიდეს, მინიმალური გათვლებით, შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება. ეს რაც შეეხება მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას, ამის გარდა, მოსაგვარებელია პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა. ამაზე თუ არ ვიზრუნეთ, ძალიან რთული იქნება ჩვენს წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, – განაცხადა ბატიაშვილმა.


მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანი პრობლემების რიცხვში შედის სკოლამდელი განათლება, უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი და რეგიონებში პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობაც, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა.


„პროფესიული მიმართულება ძალიან პოპულარული ხდება. ბევრი ირჩევს პროფესიულ მიმართულებას და ჩვენი მიზანია, ყველა რეგიონში გავზარდოთ პროფესიული სასწავლებლების რიცხვი“, – განაცხადა ბატიაშვილმა.


როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უპრეცედენტო ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლიდან ქვეყანა მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ექვს პროცენტს განათლებაზე დახარჯავს. მანამდე კი, განათლების სისტემაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად 500 მილიონი ლარით გაიზრდება.


მინისტრი იმედოვნებს, რომ ყოველწლიურად 500 მილიონი ლარით ბიუჯეტის გაზრდა ეტაპობრივად დაეხმარება სფეორს არსებული პრობლემების მოგვარებაში, სანამ ქვეყანა განათლებაში თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს ჩადებს.


ბატიაშვილი თვლის, რომ საქართველოს ინიციატივა, თავისი მშპ-ის ექვსი პროცენტი განათლებას მოახმაროს,  ეს კი ქვეყანას მსოფლიო ათეულში შეიყვანს.„ეს ციფრი მართლაც უპრეცედენტოა. საქართველო მსოფლიო ათეულში იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მშპ-დან ასეთ დიდ პროცენტს გამოყოფენ განათლებისთვის“, – განმარტა ბატიაშვილმა.


1TV.GE





არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up