მიხეილ ბატიაშვილი - სკოლა უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, დირექტორები გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა გავაძლიეროთ

მიხეილ ბატიაშვილი - სკოლა უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, დირექტორები გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა გავაძლიეროთ

access_time2018-12-26 22:54:31

სკოლა უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი. თუ მას რაც შეიძლება მეტი გადაწყვეტილებებისა და ავტონომიურობის უფლება არ ექნა, რთულია ვისაუბროთ იმ ამოცანებზე, რომელიც ეხება ისეთი მაღალი შედეგების მიღწევას, რომელსაც ჩვენი რეფორმებისგან ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, კარგი მენეჯერი. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დირექტორები გადაწყვეტილებების მიღებაში.

 ვფიქრობთ, რომ სკოლის ადმინისტრაციის, სკოლის ფინანსების, სკოლის განვითარების მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების უფლება მივცეთ დირექტორებს. ჩვენ ამ უფლებამოსილებით არ აღვჭურვეთ, თავისთავად, ძალიან რთული იქნება ცენტრალური ადმინისტრირებით, რომ ქვეყნის მასშტაბით მივიღოთ მაღალი შედეგი.

 ეფექტური ხელმძღვანელი ნებისმიერ ორგანიზაციაში გულისხმობს იმას, რომ ის უფლებამოსილია, შეუძლია და იღებს გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


 

განათლების მინისტრის თქმით, სკოლებში დაფინანსების მოდელი შესაცვლელია.

 

„ამასთან, ვფიქრობთ, შესაცვლელია სკოლის დაფინანსების მოდელიც. ესეც სკოლის მეტი დამოუკიდებლობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუმცა არსებული დაფინანსება, რა მოდელით შეიცვლება და იქნება თუ არა ის ჩანაცვლებული საბაზისო დაფინანსებით, ამ მოდელებზე სწორედ ახლა ვმუშაობთ“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან საუბარში.






9 დღეში ჯამში 8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე - რას ნიშნავს აგვისტოში საქართველოში დასვენება - Spend your summer in Georgia

9 დღეში  ჯამში  8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე -  რას ნიშნავს აგვისტოში  საქართველოში დასვენება -   Spend your summer in Georgia
access_time2019-08-26 13:00:51
 “რას ნიშნავს აგვისტოს თვეში დასვენება საქართველოში“ - წრეს სოციალურ ქსელში ლევან ჯავახიშვილი, რომელიც  კამპანია Spend your summer in Georgia (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში) შეურთდა , სხვადასხვა რეგიონს ესტურმა და პოსტით მომავალ დამსვენებლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. „კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ყველა მეც შევუერთდი იმ მოსაზრებას, რომ გარკვეული მიზეზების გამო ამ ზაფხულს უარი...

ივანიშვილი, როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები

ივანიშვილი,  როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია  - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები
access_time2019-08-26 10:00:37
2011 წლის ოქტომბერი  - ბიძინა ივანიშვილმა პირველი ღია წერილით ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს მოქალაქეებს ამცნო, რომ  პოლიტიკაში მოდიოდა. 2012 წლის ივნისი  - თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის სახით საქართველოს ბიუჯეტის...

ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...


მსგავსი სიახლეები

up