მიხეილ ბატიაშვილი: მზად ვართ შევქმნათ კონსორციუმი ქართული საგალობლების აღსადგენად

მიხეილ ბატიაშვილი: მზად ვართ შევქმნათ კონსორციუმი ქართული საგალობლების აღსადგენად

access_time2019-04-12 22:35:15

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მზადაა შეიქმნას საერთაშორისო კონსორციუმი უცხოელი ქართველოლოგების, მუსიკათმცოდნეებისა და მეცნიერების მონაწილეობით, რომლის მიზანიც ქართული საგალობლების ორიგინალთან მიახლოებული სახით აღდგენა იქნება.

 

მინისტრმა ეს განცხადება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგებისა და მიგნებების პრეზენტაციაზე გააკეთა.

 

ნევმები, რომლებიც X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებშია დაცული, ძველ სამუსიკო ნიშნებს წარმოადგენს და საგალობლის ჰანგის ჩაწერა სწორედ მათი მეშვეობით ხდებოდა. ნევმების სისტემის მიმართ სამეცნიერო ინტერესი მრავალი წელია არსებობს და მასზე არაერთ მეცნიერი მუშაობდა. თუმცა ნევმების საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

 

იმ ხელნაწერთა შორის, რომლებშიც ნევმური სისტემაა შემონახული, უძველესი და ყველაზე გამორჩეული მიქაელ მოდრეკილის „იადგარია“, რომლის კრებულის შესახებ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე არაერთი სამეცნიერო კვლევა არსებობს.


 

“ფაქტია, რომ ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე მეცნიერული კვლევები ნამდვილად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ უნიკალური ქართული სამუსიკო სისტემის ძირითადი პრინციპები და ქართული საგალობლები X საუკუნის ორიგინალთან მიახლოებული სახით აღვადგინოთ“ “- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პრეზენტაციაზე.

 

განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ნევმების სისტემით დაინტერესებული ანჩისხატის გუნდის წევრები, მალხაზ ერქვანიძე და ზაალ წერეთელი ქართულ გალობას ბოლო 30 წლის განმავლობაში მეცნიერულად სწავლობენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ზაალ წერეთელმა 6 წლის განმავლობაში იკვლია X საუკუნის ქართულ ხელნაწერებში, ნევმირებულ ძლისპირებსა და მიქაელ მოდრეკილის იადგარში დაცული ნევმური სისტემა. მკვლევარმა ნევმურ და თანამედროვე სანოტო სისტემით ჩაწერილ საგალობლებს შორის კავშირი აღმოაჩინა. ეს კავშირი ქართული გალობის უწყვეტი ტრადიციის მანიშნებელია, რომელიც X საუკუნიდან დღემდე არსებობს.

 

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. ქართული

ტრადიციული მუსიკა მსოფლიო მონაპოვარია, რომლის მეცნიერულ კვლევას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა.






გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 18:00:33
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ "ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის" პროექტშია...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...


მსგავსი სიახლეები

up