მიხეილ ბატიაშვილი – მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

მიხეილ ბატიაშვილი – მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

access_time2019-09-17 14:00:46

მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა. მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება, რომელსაც ისეთივე გაზრდა სჭირდება, როგორც ჩვენს მოსწავლეებს, – ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა, სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.


ამასთან, მაიკროსოფტის რეგიონულმა დირექტორმა, გენერალურმა მენეჯერმა კალინ დიმტჩევმა განათლების რეფორმა ტექნოლოგიების მიმართულებით დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობას გააჩნია ამბიციური და პროგრესული გეგმა, თუ როგორ უპასუხოს ციფრულ გამოწვევებს თანამედროვე ეპოქაში.


„რეფორმების ასეთი მასშტაბურობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მომისმენია. პრეზენტაციიდან ჩანდა, რომ სამინისტრო უკვე მუშაობს იმაზე, თუ როგორ დანერგოს ციფრული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, გააზრებული აქვს, თუ რა გავლენა ექნება მას სწავლების ხარისხზე. ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ. განათლების სისტემამ ამ გამოწვევებს სათანადოდ უნდა უპასუხოს. ეს იქნება სამომავლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი და ყველა სტუდენტის, პედაგოგის წარმატების წინაპირობა. ჩვენ გვაქვს მაიკროსოფტი და არაერთხელ დავამტკიცეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას სწავლების პროცესში. გვყავს ათასობით მომხმარებელი და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უკვე მოხდა ქართული ენის ინტეგრაცია ხელოვნური ინტელექტში. თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უზარმაზარი გამოცდილება“, – განაცხადა კალინ დიმტჩევმა.



აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.


bfm.ge






ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც არ არის ათვისებული

ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც  არ არის ათვისებული
access_time2019-10-23 18:15:39
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და...

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება
access_time2019-10-23 19:15:07
მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების რიგში ერთ-ერთი აუტსაიდერია.საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი...

„რეფინანსირების განაკვეთი ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“

„რეფინანსირების განაკვეთი  ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“
access_time2019-10-23 20:15:50
„რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. როგორც ჩანს ეროვნულ ბანკში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობის მოლოდინი აქვთ ვიდრე დღეს ქვეყანაში გვაქვს, სწორედ ამიტომ გადადგეს ძალიან მკაცრი ნაბიჯი“,- ასე აფასებს „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაიზარდა....

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...


მსგავსი სიახლეები

up