თანამდებობას განათლების მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ტოვებს. შესაბამისი განცხადება სამინისტროში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა.
უფრო კონკრეტულად, მინისტრის განცხადებით, მის მოადგილედ ინიშნება ნათია ზედგენიძე, ხოლო მოქმედი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე მინისტრის მოადგილის მოვალეობას 2018 წლის 31 დეკემბრამდე შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს მისი კიდევ ორი მოადგილე თემურ მურღულია და ლია გიგაური გაათავისუფლა.