მიხეილ ბატიაშვილი - ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის რეფორმა არ შეიძლება, ერთი ხელის აღებით განხორციელდეს

მიხეილ ბატიაშვილი - ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის რეფორმა არ შეიძლება, ერთი ხელის აღებით განხორციელდეს

access_time2018-12-27 10:20:06

ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის რეფორმა არ შეიძლება, ერთი ხელის აღებით განხორციელდეს და მხოლოდ განცხადებების დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.


ბატიაშვილის თქმით, ცვლილებები ანალიზის საფუძველზე განხორციელდება.


„საჭირო იყო მნიშვნელოვანი ანალიზი. პირველ რიგში, რა მოგვიტანა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, რა ხარვეზები გააჩნია მას, რა მიმართულებით შეიძლება მისი გაუმჯობესება, რა როლი უნდა დაიკავოს რეფორმების ფარგლებში ეროვნულმა გამოცდებმა.


გვინდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო დაფუძნებული სპონტანურ გადაწყვეტილებებზე. ამაში ჩართული გვყავს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. ამ დროისთვის მიმდინარეობს სისტემის შეფასება და ცვლილებები სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე განხორციელდება“,- განაცხადა განათლების მინისტრმა.



როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, ეროვნული გამოცდების მოდელი, რომელსაც სამინისტრო წარმოადგენს, გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული იქნება.


„ამ ცვლილებებზე საუბარი საჭიროა სკოლებთან და უნივერსიტეტებთანაც. მოდელი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, იქნება შეთანხმებული ყველა მხარესთან, ანალიზებზე დაფუძნებული და რაც მთავარია, გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული. ცვლილებები ნამდვილად იქნება ამ კუთხით. იქნება მაქსიმალური ბმა გამოცდებსა და სკოლის პროგრამას შორის, აბიტურიენტს არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი მასალის სწავლა. ცვლილება შეეხება დამამთავრებელი კლასის ე.წ CAT-ის გამოცდებსაც. ჩვენ სისტემა უნდა განვიხილოთ ერთიანად. გვაქვს სკოლა, სკოლის გამოცდები, ეროვნული გამოცდები და უნივერსიტეტი, სისტემა ისე უნდა ავაწყოთ, რომელიც პირველ რიგში იქნება ბალანსზე და არ იქნება იმაზე, რომ მოსწავლეებს სკოლის პროგრამის გარეთ დამატებითი მასალის სწავლა უხდებოდეთ. პირველ რიგში, გამოცდები იქნება ორიენტირებული იმ პროგრამაზე, რომელიც სკოლაში ისწავლება“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ გაუქმდეს სკოლის დამამთავრებელი ე.წ CAT-ის გამოცდები, მინისტრი პასუხობს, რომ განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით სხვადასხვა მოდელზე მუშაობს.


„ბევრი ვერსია არსებობს, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. პირველ რიგში, გადაწყვეტილება, რომელიც CAT-ისა და ეროვნული გამოცდების მიმართულებას შეეხება, ეს უნდა იყოს დასაბუთებული, შედეგებზე ორიენტირებული და ცვლილებებში, რომელსაც წარმოვადგენთ, გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.






9 დღეში ჯამში 8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე - რას ნიშნავს აგვისტოში საქართველოში დასვენება - Spend your summer in Georgia

9 დღეში  ჯამში  8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე -  რას ნიშნავს აგვისტოში  საქართველოში დასვენება -   Spend your summer in Georgia
access_time2019-08-26 13:00:51
 “რას ნიშნავს აგვისტოს თვეში დასვენება საქართველოში“ - წრეს სოციალურ ქსელში ლევან ჯავახიშვილი, რომელიც  კამპანია Spend your summer in Georgia (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში) შეურთდა , სხვადასხვა რეგიონს ესტურმა და პოსტით მომავალ დამსვენებლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. „კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ყველა მეც შევუერთდი იმ მოსაზრებას, რომ გარკვეული მიზეზების გამო ამ ზაფხულს უარი...

ივანიშვილი, როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები

ივანიშვილი,  როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია  - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები
access_time2019-08-26 10:00:37
2011 წლის ოქტომბერი  - ბიძინა ივანიშვილმა პირველი ღია წერილით ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს მოქალაქეებს ამცნო, რომ  პოლიტიკაში მოდიოდა. 2012 წლის ივნისი  - თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის სახით საქართველოს ბიუჯეტის...

ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...


მსგავსი სიახლეები

up