მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანია, ადამიანურ კაპიტალში რაც შეიძლება მეტი და კარგად გათვლილი ინვესტირება განხორციელდეს

მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანია, ადამიანურ კაპიტალში რაც შეიძლება მეტი და კარგად გათვლილი ინვესტირება განხორციელდეს

access_time2019-04-23 21:46:56

საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის მიზანია, ადამიანურ კაპიტალში რაც შეიძლება მეტი და კარგად გათვლილი ინვესტირება განხორციელდეს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ სტუმრად ყოფნისას განაცხადა. გადაცემაში მთავარი აქცენტი განათლების სისტემის რეფორმასა და მის პრიორიტეტებზე გაკეთდა.


მინისტრის განცხადებით, საქართველო იზიარებს მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც განათლების სისტემის რეფორმის წარმატების წინაპირობად ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას და ზოგადად ე.წ. ადამიანური რესურსის განვითარებას მიიჩნევს.


გადაცემის თანაწამყვანმა, კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა აღნიშნა, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმაც კი, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მიდგომა შეცვალეს და დღეის მდგომარეობით, ეკონომიკის განვითარების შეფასებისას, ბუნებრივი რესურსებისა და საწარმოო რესურსების გვერდით ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად სწორედ ადამიანურ რესურსს განიხილავენ.


ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის რეფორმა ამოსავალ წერტილად სწორედ ადამიანური კაპიტალის განვითარებას მიიჩნევს. მისი განმარტებით, ყველა ქვეყანამ, სადაც განათლების რეფორმა წარმატებული გამოდგა, ორიენტირად სწორედ ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება აირჩია.



„ჩვენი მიზანია, ადამიანურ კაპიტალში რაც შეიძლება მეტი და რაც მთავარია, კარგად გათვლილი ინვესტირება განხორციელდეს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.


მინისტრის განმარტებით, ადამიანური კაპიტალში მიზანშეწონილი ინვესტირებისთვის აუცილებელია, მოხდეს წლების მანძილზე არსებული ალოგიკური სიტუაციის შეცვლა, როდესაც სახელმწიფო ახდენს ისეთი პროფესიების სუბსიდირებას, რომელიც ყველაზე მოტივირებულ და ენერგიულ სამუშაო ძალას, 30 წლამდე ახალგაზრდებს, უმუშევრობისთვის წირავს, რადგან ეკონომიკაში მასზე მოთხოვნა არ არის. ბატიაშვილი თვლის, რომ ვითარების შესაცვლელად აუცილებელია, ეკონომიკის პრიორიტეტების განსაზღვრა და პროფესიული სასწავლებლების ამ პრიორიტეტების მიხედვით სუბსიდირება.


„პირველი, რაც დავიწყეთ, არის პრიორიტეტების განსაზღვრა. განათლება ხომ ხანგრძლივი პროცესია, დღეს ვლაპარაკობთ ისეთ მოსწავლეებზე, რომლებიც ეკონომიკაში 15-16 წლის შემდეგ მოვლენ. ანუ უნდა ვისაუბროთ, რა გვჭირდება დღეს და რა დაგვჭირდება ეკონომიკაში. დღეს დაფინანსებული პროფესიების სფეროებიდან 50 პროცენტი საერთოდ წყვეტს სწავლას ასეთ უფასო ფაკულტეტებზე. მაგალითად, დღეს ჩვენს ეკონომიკას სჭირდება სპეციალისტები ენერგეტიკისა და მშენებლობის სფეროში, სადაც არის დანადგარები და გვიწევს უცხოელი სპეციალისტის მოწვევა. ამ სპეციალისტების დღიური ანაზღაურება ზოგჯერ შეადგენს 300-400 დოლარს. ჩვენი მთავარი მიზანია, გადავაწყოთ არა მარტო უმაღლესი სასწავლებლების მდგომარეობა, არამედ პირველ რიგში პროფესიული სწავლება, რომ ადამიანებს შევუქმნათ სწორი წარმოდგენა და სწორი მოტივაცია“, – განმარტა მინისტრმა.


გადაცემის თანაწამყვანის, მიხეილ ჭკუასელის ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე სახელმწიფომ 145 მილიონი ლარი დახარჯა იმ შვიდ პრიორიტეტულ პროფესიულ მიმართულებაზე, რომელზეც უმაღლესმა სასწავლებლებმა ან საერთოდ არ გამოაცხადეს მიღება, ან ამ პროფესიებზე მიღებული სტუდენტებიდან მხოლოდ ნახევარმა დაასრულა სწავლა.


1tv.ge





ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
access_time2021-03-03 20:15:55
        აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამლვის და დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა.გადაწყვეტილების საფუძველი ამერიკის დაზვერვის სამსახურების დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა ნავალნის წინაამღდეგ უკვე საყოველთაოდ ცნობილი მომწამლველი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს. პირველ რიგში პერსონალური სანქციები 7 რუსი მაღალჩინოსნის -...

“არემჯის“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

“არემჯის“ და საქართველოს  ტექნიკურ უნივერსიტეტს  შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება
access_time2021-03-03 18:00:37
კომპანია „არემჯის“  აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ  დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის  შეხვედრა გამართა. მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს. 2017 წელს „არემჯისა“ და...

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება
access_time2021-03-03 19:00:25
ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებებით აღადგენს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან WizzAir-ი. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო განმარტავს, ეს ფრენების განახლების შემდეგ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.     „უპასუხისმგებლობა იქნება ახლა რომელიმე კონკრეტული მიმართულება რომ დავასახელო. ვნახოთ, როდის აღვადგენთ ფრენებს და რა შეზღუდვები იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში ამ...

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა
access_time2021-03-03 15:00:33
      გასულ თვეში, Mastercard-მა და Carrefour-მა ახალ სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც, COVID-19-ის კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობდა, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით, ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტიდან მოყოლებული, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობდნენ. სიტუაცია...

სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...


მსგავსი სიახლეები

up