მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მე-11 და მე-12 კლასებისთვის გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საბოლოოა

მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მე-11 და მე-12 კლასებისთვის გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საბოლოოა

access_time2019-02-01 18:55:05

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მე-11 და მე-12 კლასებისთვის გამოცდების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა.


როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სკოლა უნდა იყოს ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუცია, გამოცდები უნდა ემსახურებოდეს რეალურად ცოდნის შემოწმებას და არ უნდა ხდებოდეს მთელი პროცესის წარმართვა გამოცდებისკენ.


ამასთან, მინისტრის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და აღნიშნა, რომ ცვლილება არ შეეხება.


„გამოცდები გაუქმდა მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, იგივე საკანონმდებლო დონეზე. აქამდეც ვმუშაობდით და დღესაც თათბირი, რაც შეიძლება სწრაფად გავიტანოთ ყველა ის ცვლილება, რაც საჭიროა. ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და მას ცვლილება არ შეეხება. მომავალ წელს უკვე დაანონსებულია, ანუ მომავალ წელს ცვლილების განხორციელება უკვე ფიზიკურად შეუძლებელია, რომ განხორციელდეს, რადგან ამას სჭირდება მთელი რიგი ცვლილებები. ამიტომ ის, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, საბოლოო გადაწყვეტილებაა.

გვაქვს ხედვა, რომელიც მოიცავს ძლიერი სკოლის განვითარებას და მიმართულია იმისკენ, რომ სკოლა მივიღოთ რაც შეიძლება რეფორმირებული, კარგი პედაგოგებით, ინფრასტრუქტურით. სკოლა უნდა იყოს ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუცია, გამოცდები უნდა ემსახურებოდეს რეალურად ცოდნის შემოწმებას და არ უნდა ხდებოდეს მთელი პროცესის წარმართვა გამოცდებისკენ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.



მინისტრის თქმით, გამოცდების ნაწილი განათლების რეფორმის მხოლოდ ერთი ნაწილია. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტროში სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა განათლების სფეროში არსებული ყველა კომპონენტის განხილვა.


„ორშაბათს საუბარი გვექნება, რის გაკეთებას ვაპირებთ პროფესიული მიმართულებით. მესმის, რომ დიდ ინტერესს იწვევს გამოცდების თემა, მაგრამ ეს არის რეფორმების ის მცირედი ნაწილი, რომელიც უკვე წარვადგინეთ. დღეს ვისაუბრეთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერების განვითარებაზე. ეს გამოცდების სისტემის ჩვენი შეხედულება არის მთლიანი რეფორმის ერთი კომპონენტი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


კითხვაზე, მოეხსნებათ თუ არა გამოცდები მათ, ვინც შარშან გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, დეტალებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.


„ყველა ასეთი კითხვისთვის პასუხი სავარაუდოდ, ორშაბათს გვექნება. იმ ბავშვებმა, რომლებმაც შარშან ვერ ჩააბარეს გამოცდები, ამ საკითხის განხილვა სავარაუდოდ, სკოლის დონეზე მოხდება. წინასწარ რომ არ ვისაუბრო, დეტალებზე უახლოეს დღეებში ვისაუბრებთ. ერთადერთი მიზანი გვაქვს – ყველას დავეხმაროთ, რომ პრობლემა გადაიჭრას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების შესახებ დღეს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.



1tv.ge





სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება - რას ამბობდა ოცნება სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება - რას ამბობდა ოცნება სალომე ზურაბიშვილზე
access_time2019-09-18 22:30:57
მას შემდეგ, რაც მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა რამდენიმე მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული შეიწყალა, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. პრეზიდენტს განმარტებას ქართული ოცნების დეპუტატები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც სთხოვენ. მათი თქმით, პრეზიდენტის შეწყალების დისკრეციული უფლების მიუხედავად, პოლიციელის და სტუდენტის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალება მიუღებელია....

Forbes: შეძლებს თუ არა ზელენსკი პუტინთან შერიგებას

Forbes: შეძლებს თუ არა ზელენსკი პუტინთან შერიგებას
access_time2019-09-18 20:00:41
უკრაინის ახალი მთავრობა ყოფილი მსახიობის ვლადიმერ ზელენსკის ხელმძღვანელობით, არ ეთანხმება ბევრ ადამიანს დასავლეთში, ვინც თვლის ვლადიმერ პუტინს საშინელ ბოროტებად. ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინს სურს ურთიერთობების ნორმალიზება. ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანახმაა საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგემტის განლაგებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში და სურს დაასრულოს ომი დონეცკის და ლუგანსკის...

რუსეთმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი გამოუყო

რუსეთმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი გამოუყო
access_time2019-09-18 18:00:07
2019 წელს მოსკოვმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას საბიუჯეტო სფეროს ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი, ასევე საბანკო სისტემის გაძლიერებისთვის 500 მლნ. რუბლი გამოუყო - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში ალექსეი დვინიანინმა. „ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამას. 2019 წლისთვის ის ითვალისწინებს 1,7 მლრდ. რუბლის ღირებულების პროექტების რეალიზებას. ამასთან ერთად რუსეთმა...

ბიძინა ივანიშვილი: 2012-ში ხალხს ქუთაისში უნივერსიტეტს დავპირდი, 2020-ში - სტუდენტები შეაბიჯებენ

ბიძინა ივანიშვილი: 2012-ში ხალხს ქუთაისში უნივერსიტეტს დავპირდი, 2020-ში - სტუდენტები შეაბიჯებენ
access_time2019-09-18 16:30:40
ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადებას ქართული ოცნების ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს. პარტიის თავმჯდომარე წერს, რომ "განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი". მისივე თქმით, ის 2012 წელს საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ქუთაისში უნივერსიტეტი აშენდებოდა, 2020 წლის სექტემბერში კი "აქ პირველი სტუდენტები შეაბიჯებენ". პოსტს კომერსანტი უცვლელად...

გიორგი რამიშვილი: „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნებით საქართველოს მედია-ბაზარზე მაღალი მედია-სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი შემოდის

გიორგი რამიშვილი: „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნებით საქართველოს მედია-ბაზარზე მაღალი მედია-სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი შემოდის
access_time2019-09-18 15:05:34
საქართველო მესამე ქვეყანაა, ალბანეთისა და სერბეთის შემდეგ, სადაც ევრონიუსი თავის წარმომადგენლობას ფრანშიზის ფორმით აფუძნებს. დღეს ევროპის წამყვანმა საერთაშორისო არხმა „ევონიუსმა“ და მისმა პარტნიორმა „სილქნეტმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე. დღესვე წარდგენილ იქნა „ევრონიუს საქართველოს“ სტრატეგიულ მედია- კონსულტანტად ლუსიან სარბი, წარსულში ევრონიუსის სარედაქციო დირექტორი, რომელიც ადგილობრივ გუნდს სატელევიზიო არხის გამართვაში...


მსგავსი სიახლეები

up