მიხაროდა და მეგონა, ფრანგი პოლიტიკოსი დაგვეხმარებოდა... ის კი საერთოდ აზრზე არ არის, - ზაქარეიშვილი პრეზიდენტზე

მიხაროდა და მეგონა, ფრანგი პოლიტიკოსი დაგვეხმარებოდა... ის კი საერთოდ აზრზე არ არის, - ზაქარეიშვილი პრეზიდენტზე

access_time2019-09-30 20:45:04

„ამჟამად ურთიერთობების გადატვირთვაზე ლაპარაკი ზედმეტია. დღეს წინასაარჩევნო კამპანიაზე და არჩევნების წინ რაც შეიძლება ბევრი ხმის აღებაზეა საუბარი", - ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართული შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შედგა.

 

ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერების „სიჩუმეზე", რომელიც არანაირ განცხადება სარ აკეთებენ ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პირველ ეტაპზე და და ე.წ. შეწყალების სკანდალზე, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში.

 

„რეზონანსი": 26 სექტემბერს ნიუ-იორკში ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. შეიძლება თუ არა ეს მივიჩნიოთ ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვის დსააწყისად?

 

პაატა ზაქარეიშვილი: თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ მივესალმები მათ შეხვედრას და იმას, რომ როგორც იქნა დაიწყო ეს - ჯობდა ყოფილიყო უფრო ადრე, მაგრამ, სამწუხროდ, „ქართული ოცნების" პოლიტიკა იყო მძევალი „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივისა. ეტყობა, ახლა არჩევნების წინ იმდენად გაუჭირდათ, რომ იძულებულები არიან ეს გააკეთონ.

 

ამჟამად ურთიერთობების გადატვირთვაზე ლაპარაკი ზედმეტია. დღეს წინასაარჩევნო კამპანიაზე და არჩევნების წინ, რაც შეიძლება ბევრი ხმის აღებაზეა საუბარი. ყველაფერი ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იქნება.

 

„რ.": თუმცა, ბოლო დღეებში რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან არაერთი პოზიტიური განცხადება გაკეთდა საქართველოსთან მისამართით...

 

პ.ზ.: რუსეთი დაინტერესებულია, რომ „ქართულ ოცნებასთან" ჰქონდეს ურთიერთობა და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან". ნებისმიერ ქართველს მინდა ვკითხო, რა ურჩევნია - რუსეთთან ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება" ატარებს თავისი კრიტიკული დამოკიდებულებებით, თუ ის პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" ატარებდა, როდესაც ერთად იყვნენ?

 

მგონი, ნებისმიერი ქართველი იტყვის, რომ ომი აღარ გვინდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" კი ომის მეტი არაფერი შეუძლიათ. „ქართული ოცნების" პრობლემა კი ისაა, რომ მას არაფერი არ შეუძლია. ერთნი არიან ბოროტნი და მეორენი არაფრის მაქნისი.

 

კონფრონტაცია არც რუსეთს უნდა. კონფრონტაცია მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომელიც თვლის, რომ ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერს, თუ თვითონ არ არიან ხელისუფლებაში და თვითონ კი ქვეყანა უფსრკულში გადააგდეს.

 

„რ.": დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა საკმაოდ შეურაცხმყოფელი და დამცინავი განცხადება გააკეთა თავის ქართველ კოლეგასთან მიმართებით და თქვა, რომ სწორედ ზალკალიანმა სთხოვა შეხვედრა, რასაც ქართული მხარე უარყოფს. რა იყო ამ ხისტი განცხადებების გაკეთების მიზეზი და რას ნიშნავს ეს?

 

პ.ზ.: ეჭვი მეპარება, რომ ლავროვი ტყუოდეს, არ სჭირდება ეს მას. რუსეთს ცინიკური პოლიტიკა აქვს და ლავროვი არა მხოლოდ საქართველოსა და ზალკალიანის მიმართ, არამედ სხვა, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოების მიმართაც გამოირჩევა ცინიკური ტონით.

 


გარდა ამისა, თუ მართლა ჩვენ ვიყავით ამ შეხვედრის ინიციატორები, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით. ვინაიდან საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები და შუამავალი შვეიცარიაა, საქართველოს თუნდაც გამოეჩინა ინიციატივა, ის აუცილებლად შვეიცარიას დაუკავშირდებოდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ლავროვის უტიფარმა და ცინიკურმა შეფასებამ დამარწმუნა იმაში, რომ მართლა ჩვენი მხრიდან იყო ინიციატივა.

 

„რ.": როგორ შეაფასებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პირველ ეტაპს?

 

პ.ზ.: სამარცხვინო შთაბეჭდილება დატოვა. ქალბატონი ალანიას გამოსვლას მოვუსმინე და გამაოგნებელი შთაბეჭდილება დატოვა თავისი ცინიზმითა და ზერელე დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ.

 

თუ რამეზე მაქვს „ქართული ოცნების" მიმართ გული აყრილი, სასამართლო პრობლემებია. რა გაუჭირდათ ასეთი, რომ ქვეყანაში ნორმალური იურისტები ვერ იპოვეს?! იმედია, რომ კახური ანდაზის არ იყოს - ქართველი ხალხი ამ ცხვირში შეჩრილ პიტნასავით მოსამართლეებს თავიანთ ადგილს მოუძებნის.

 

„რ.": როგორ შეაფასებთ ვანო ზარდიაშვილსა და ეკა ბესელიას შორის მომხდარ ინცინდენტს?

 

პ.ზ.: ზარდიაშვილმა შეიძლება ითქვას, თავის თავს არ უღალატა და დაადასტურა, რომ არის უტიფარი, უზნეო და თავხედი ადამიანი. მან შეურაცხყოფა მიაყენა ეკა ბესელიას, როგორც ქალს და ეს, რა თქმა უნდა, გასაკიცხია.

 

თავისთავად, ეს კრიმინალი არ არის და ვერ გამოვეკიდებით ზარდიაშვილს, თუმცა პოლიტიკურად, თუ არჩევნების დროს ზარდიაშვილი სიაში იქნება, მგონი ქართველმა საზოგადოებამ მკაფიოდ და ცალსახად უნდა უთხრას უარი ამ სიას.

 

„რ.": ეკა ბესელიამ ისაუბრა მის ხელთ არსებულ კომპრომატებზე, რომელთა გასაჯაროებისგან თავის შეკავება, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. ელოდებით თუ არა რაიმე სკანდალურ მასალებს?

 

პ.ზ.: რაკი გააკეთა განცხადება, ესე იგი, აქვს რაღაც კომპრომატი. რამდენად დამაჯერებელი და ანგარიშგასაწევი არგუმენტები ექნება, არ ვიცი, მაგრამ რახან თქვა, ესე იგი აქვს რაღაც გამოსაქვეყნებელი.

 

სასამართლოში რომ შეიძლება იყოს რაიმე სერიოზული მაკომპრომეტირებელი საკითხი, ამას შორს წასვლა არ სჭირდება, საკმარისია სერგო მეთოფიშვილს მოვუსმინოთ, რომ მივხვდეთ რა საშინელება ხდება სასამართლოში. მეთოფიშვილი არის დისკრედიტაცია მთელი ქართული სასამართლო სისტემისა და ჯობია საერთოდ პირი არ გააღოს ამ ადამიანმა. ალანიაც გავიცანით. როდესაც ამ ხალხს ხედავ, ფიქრობ - ღმერთო ჩემო, რა სასამართლო გვაქვს ასეთი...

 

მგონი „ქართული ოცნება" ძალიან აქტიურად ხერხავს იმ ტოტს, რომელზეც ზის და ერთერთი მათგანი, სწორედ, სასამართლოა. პარლამენტში საზოგადოებას ისევ „რქებით აწვებიან" და, ალბათ, პარლამენტში თავისას გაიტანენ. მაგრამ გაიტანენ კი თავისას არჩევნებზე? - ეს უკვე სხვა საკითხია.

 

„რ.": საქართველოს პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალება რეზონანსული აღმოჩნდა, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის მის მიერ გამართლებული. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას და ზურაბიშვილის დამოკიდებულებას ამ საკითხთან მიმართებით?

 

პ.ზ.: სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ერთმანეთზე უარეს განცხადებებს აკეთებს, ხოლო მისი მოქმედებები კიდევ უფრო უარესია. მე ციხეების ხელმძღვანელი ვიყავი და კარგად ვიცი, რა ხდება იქ.

 

საერთოდ, შეწყალება ძველი ფენომენია და ხელისუფლების ხელში ეს არის სერიოზული პოლიტიკურ-ჰუმანიტარული რესურსი, რომელსაც საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე იყენებს. ნებისმიერ შეწყალებას თავისი სახელმწიფო დანიშნულება აქვს და სახელმწიფო ინტერესი გააჩნია. ზურაბიშვილმა კი დღემდე ვერ ამოღერღა, რატომ შეიწყალა ეს ადამიანები.

 

მიხაროდა და მეგონა, რომ ფრანგი პოლიტიკოსი დაგვეხმარებოდა ქართული სინამდვილის გაუმჯობესებაში, ის კი საერთოდ აზრზე არ არის, რა ხდება ქვეყანაში. მის მიერ დაწესებული მორატორიუმი სასწრაფოდ უნდა მოიხსნას და ძალიან მკაფიოდ უნდა აგვიხსნას, რატომ შეიწყალა ეს ორი ადამიანი.

 

„რ.": პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. გამორიცხავთ თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ გამოძიების პროცესში რაიმე კორუფციული სქემა გამოვლინდება?

 

პ.ზ.: დარწმუნებული ვარ, რომ საქმე კორუფციულ სქემასთან გვაქვს. შეიძლება, კორუფცია არ მიდიოდეს პრეზიდენტამდე, მაგრამ მიდიოდეს ქვედა დონეზე იმასთან, ვინც მიიღო გადაწყვეტილება. კორუფცია არ არის მხოლოდ ფულის აღება.

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საუბარი ცოტათი არასერიოზულია, თუ არ დადგინდა, რომ პრეზიდენტმა აიღო ფული და მის ინტერესებში იყო ასეთი შეწყალება, მაშინ იმპიჩმენტით ვერ ვიმოქმედებთ. მაგრამ შეიძლება, რომ დაბალი დონის ჩინოვნიკების მიერ პრეზიდენტის მოტყუება გამოიკვეთოს. ვიღაც ციხეში აუცილებლად უნდა წავიდეს - ან პრეზიდენტია დამნაშავე, არ იცოდა, რას აკეთებდა და იმპიჩმენტით უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მან იცოდა რას აკეთებდა, ან სხვამ იცოდა და სწორედ ის უნდა წავიდეს ციხეში აუცილებლად.

 

 

რეზონანსი





27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up