მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა  სასამართლო წააგო

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა სასამართლო წააგო

access_time2020-02-19 19:30:28

„კრემლმა წააგო სასამართლო „იუკოსის“ აქციონერებთან. სწორედ კრემლმა და არა რუსეთმა“  -წერს   Twitter-გვერდზე კომპანიის ყოფილი დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი.მისი თქმით, ჯერ კიდეც 2005 წელს, ციხეში ყოფნის დროს, მან  თავისი წილები „იუკოსში“ მის პარტნიორს, ლეონიდ ნევზლინს გადასცა, შესაბამისად, მას  ამ საკითხში არავითარი პირადი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნევზლინმა განაცხადა, რომ რუსული სახელმწიფო აქტივების გაყინვის მიზნით  კამპანიას გააგრძელებს.

 

 ჩვენ შეუდგებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც მრავლად არის რუსული სახელმწიფო აქტივები, რომლებიც გაიყინება მანამ, სანამ რუსეთის მთავრობა არ შეასრულებს გადაწყვეტილებას და არ გადაიხდის აქციონერების სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას - 50 მლრდ. დოლარს  - განაცხადა ნევზლინმა.

 

„იუკოსის“ იურისტების თქმით, ცხადია, რუსეთის ტერიტორიაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, თუმცა, აქციონერები მის აღიარებას და იმპლემენტაციას სხვა ქვეყნებში შეეცდებიან.იურისტების თქმით, ჰააგის გადაწყვეტილება ფაქტობრივად  საბოლოოა და მისი გასაჩივრების  შესაძლებლობა ძალზე შეზღუდულია.

 

 იურიდიული კომპანია Pen & Paper-ის პარტნიორის ანტონ იმენოვის თქმით, გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, სავარაუდოდ, რუსეთი გახდება ევროპაში დიდი რაოდენობის სახელმწიფო აქტივების გაყინვის მოწმე. ერთხელ ასეთი რამ უკვე იყო - 90-ამ წლებში, ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანიის საჩივრის საფუძველზე.


 

„იუკოსის“ აქციონერებს ასევე შეუძლიათ იმუშაონ გადაწყვეტილების აღიარებაზე სხვა ქვეყნებში, რომლებზეც არ ვრცელდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია   - მაგალითად, შტატებში და ბრიტანეთში.

 

 თუმცა, რუსეთის სახელმწიფოს პოზიციის დამცველის ანდრეი კონდაკოვის თქმით, არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შანსები, თუ დადგინდება“ მატერიალური და პროცესუალური ნორმების გამოყენების წესების დარღვევა“.

 

 მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ დაუშვა სერიოზული შეცდომები, მათ შორის არის ის, რომ რუსეთს არასდროს არ მოუცია თანხმობა არბიტრაჟზე. საკამათო თემაა ასევე ვრცელდება თუ არა რუსეთზე საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტია, რომელიც იყო ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი. 1994 წელს რუსეთმა მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, თუმცა, ის ჯერაც არაა რატიფიცირებული.სასამართლოს ასევე არ მიიღო მხედველობაში სხვა არგუმენტები, მაგალითად, ის, რომ თავად აქციონერები არღვევდნენ კანონს ქონების დაუფლების პროცესშიც, და კომპანიის მართვის დროსაც.

 

რუსეთს აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 3 თვე. როგორც წესი საქმეების განხილვა ჰააგის სასამართლოში მიმდინარეობს საშუალოდ 1,5 წელი, თუმცა, ამ დავის სირთულის და უნიკალურობის გათვალისწინებთ, პროცესს დასჭირდება გაცილებით მეტი დრო.

 

წყარო: RBC

თენგიზ აბლოთია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up